სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ლომებმა მარტორქებზე მონადირე 3 ბრაკონიერი შეჭამეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ლომებმა მარტორქებზე მონადირე 3 ბრაკონიერი შეჭამეს
ნაკრძალის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე სამი მონადირე იყო. სწორედ ამდენი წყვილი ფეხსაცმელი იპოვეს საფარიში.

"სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრძალში, სულ მცირე სამი მონადირე მარტორქებზე ნადირობდა, რა დროსაც ისინი ლომებმა შეჭამეს", - წერს გამოცემა "The Sun"-ი.

როდესაც ნაკრძალის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი აღმოაჩინეს, მათ ტერიტორიის შესამოწმებლად საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ადამიანის სხეულის ნაწილები და სამი წყვილი ფეხსაცმელი, რაც მიუთითებს იმას, რომ ლომებმა სულ მცირე 3 ადამიანი შეჭამეს", - აღნიშნავს ნაკრძალის მფლობელი ნიკ ფოქსი.

მისი თქმით, ყველა ბრაკონიერი სანადირო თოფებითა და ცულებით იყვნენ
შეიარაღებულნი. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ საკმარისი საკვები, რათა ნაკრძალში რამდენიმე დღე გაეტარებინათ. სავარაუდოდ, ისინი მარტორქებზე
ნადირობდნენ, რათა რქები შეეგროვებინათ.

2016 წელს პარკიდან სამი მარტორქა დაიკარგა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბრაკონიერებს ისინი მოუკლავთ და რქები მოუჭრიათ. ნაკრძალის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში ნადავლი თავად მონადირეები გახდნენ.
Zaza
სამი წყვილი ფეხსაცმელი იპოვეს მარტო? თოფები და ცულები საკომისისოში ჩააბარეს ლომებმა?
Georgia
მეტი უნდა შეეჭამათ ...!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?