ენსეროს წლევანდელ ფესტივალზე ხარმა მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმა (+ვიდეო)
ესპანეთის ქალაქ არკოს-დე-ლა-ფრონტერაში რამდენიმე ხნის წინ გაიმართა ნაციონალური ფესტივალი, რომელიც აღდგომის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ფესტივალის მთავარი მოვლენა ათობით ხარისგან თავის დაღწევაა, რომელიც 1784 წლიდან იმართება, თუმცა, წლევანდელი ფესტივალი ფატალურად დასრულდა,რადგან ხარმა მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ვიდეო კადრებზე აღბეჭდილია, თუ როგორ უმკლავდება განრისხებული ხარი შუა ხნის მამაკაცს. ცხოველმა მას მუცლისა და მკერდის არეში რქებით ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც მონაწილემ ფილტვებზე ტრავმა მიიღო.

მამაკაცი კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ფილტვები სრულიად დაზიანებული ჰქონდა.

ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ ფესტივალის მსვლელობისას უზარმაზარმა ხარმა,
სახელად ტრაპერომ, კიდევ ერთ ადამიანს მიაყენა ზიანი, თუმცა, მისი ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ ყოფილა. მას
ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც გადაიყვანეს კლინიკაში, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სახლში გაწერეს.

Zooclub

ამ ფაქტს ტვიტერზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ: "გულისტკივილით ვაცხადებთ, რომ ფესტივალის მონაწილე მამაკაცი ხართან, სახელად არკოსთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. ქალაქის მერის სურვილია, რომ ეს ინციდენტი მაქსიმალურად საჯარო გახდეს. ასევე, გარდაცვლილის ნათესავებს ადგილობრივი ხელისუფლება აღმოუჩენს ყველა საჭირო დახმარებას. მშვიდობით განისვენე."

ცნობილია, რომ ბოლოს  არკოს-დე-ლა-ფრონტერაში ხარისგან ადამიანის სიკვდილი 1983 წელს დაფიქსირდა. ეს ადამიანი იყო 4 შვილის მამა, ანტონიო გარსია, რომელსაც ფეხი იმ დროს დაუცდა და წაიქცა, როდესაც უზარმაზარი, განრისხებული ხარი მისდევდა.
gaga
ამ ხალხს სულ ცოტა ჭკუა მაინც თუ აქვთ ნეტა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?