რა იპოვეს ვეტ-ექიმებმა ხარის მუცელში? (+ვიდეო)
რა იპოვეს ვეტ-ექიმებმა ხარის მუცელში? (+ვიდეო)
დიდი ბედნიერებაა იმის მოსმენა, რომ დედამიწაზე კეთილი ადამიანები კიდევ არსებობენ. ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში სიკვდილის პირას მყოფი ხარი, ცხოველთა დახმარების ორგანიზაციისა და ვეტ-ექიმების დახმარებით, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.

მიტოვებული, საცოდავი ხარი რამდენიმე წელი ნაგვით იკვებებოდა. მისი მუცელი სავსე იყო პოლიეთილენის, პლასტმასისა და სხვა ზიანისმომტანი ნარჩენებით. ხარი, რომელსაც ცხოველთა დამცველებმა ტინგუ დაარქვეს, საშინელ მდომარეობაში იყო. ვეტ-ექიმები ამბობდნენ, რომ ის დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა, თუ ოპერაცია არ გაუკეთდებოდა.

როდესაც ტიგუს ოპერაცია გაუკეთდა, ყველა, ვინც კი ესწრებოდა პროცესს, გაოცებული იყო, მათ შორის ექიმებიც. მას 20
კილო პლასტმასი და სხვადასხვა მისთვის საზიანო ნარჩენები ამოაცალეს. 

ცხოველს რამდენიმე წელი მისთვის საზიანო "საკვები" მუცელში
ჰქონდა.

"როდესაც მეგონა, რომ მას მუცლიდან მთლიანად ამოვაცალე პარკები, ჩვრები და სხვა ნაგავი, გასინჯვისას, კიდევ უფრო მეტი რამ ამომქონდა."- ამბობს ვეტერინარი.

საბედნიეროდ, ტიგუ გადარჩა. ის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ თავის მზრუნველობაში დატოვა და დღეს სხვა ცხოველებთან ერთად ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დაღუპული ირემი და ახალი სიცოცხლე

საოცარი კადრები: მაშველები მეწყერით დაფარული სახლიდან ძაღლის ამოყვანას ცდილობენ

ლაბრადორის ლეკვმა 23 000 დოლარად ღირებული ნიშნობის ბეჭდები გადაყლაპა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?