25 წლის მატადორ ქალს ხარმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენა (+ვიდეო)
25 წლის მატადორ ქალს ხარმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენა (+ვიდეო)
მექსიკის ქალაქ მეხიკოში ხარებისა და მატადორების შერკინება გაიმართა, სადაც ქალებიც მონაწილეობდნენ.
BBC-ის ცნობით, მატადორმა კარლამ, რომელიც ცდილობდა ხარის მოკვლას არენაზე, მარცხი განიცადა და ხარმა მას რქებით ჭრილობა მიაყენა.

ექიმების შემოწმების შემდეგ, მატადორმა გადაწყვიტა მეორედ გასულიყო არენაზე. ხარმა, სახელად გუმუსინომ მას მეორედაც შეუტია რქებით.

კორიდაზე ორთაბრძოლის დროს 25 წლის კარლამ არა ერთი ღრმა ჭრილობა და დაზიანება მიიღო.

Zooclub

ცხოველმა ასევე ჭრილობები მიაყენა ორ სხვა მატადორსაც, რომლებიც კარლას საშველად მივიდნენ. BBC -ის ცნობით, ერთ-ერთი მატადორი საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.

სანახაობას 5 000 ადამიანი ესწრებოდა.
მექსიკაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და ათასობით ადამიანი ესწრება კორიდას, თუმცა, ცხოველთა დამცველები გმობენ ამ
სასტიკ სანახაობას და  მის აკრძალვას მოითხოვენ.   

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დაუჯერებელი შემთხვევა კორიდაზე - ხარმა მატადორი შეიბრალა
gio -s
ამინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
nini
რატო არ მოკლა რა!
დათო
ხარს ნამდვილად ვერ გავამტყუნებ, ეს ქალბატონი კი იმედია ჭკუას მოუხმობს
gio
ყველანი უნდა გაწყდნენ, ვინც გასართობად ცხოველს ტანჯავს და მერე დაღლილ ცხოველს სასტიკად კლავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?