დაუჯერებელი შემთხვევა კორიდაზე - ხარმა მატადორი შეიბრალა
დაუჯერებელი შემთხვევა კორიდაზე - ხარმა მატადორი შეიბრალა
ამ საოცარ ფოტოზე მატადორი ალვარო მუნეროს კარიერის დასასრულია აღბეჭდილი. ბრძოლის დროს ის დიდ სინანულში ჩავარდა, როდესაც მიხვდა, რომ ხარს არ უნდოდა მასთან ბრძოლა.
მომავალში ეს მატადორი ხარებთან ბრძოლის თავგანწირული მოწინააღმდეგე გახდა.

ფოტოზე ხარის გამოხედვა თითქოს ამბობს – მე მძიმედ დამჭრეს პიკადორებმა, მაგრამ მე არ მინდა შენთან ბრძოლა, არ მსურს არც იმიტომ, რომ შენმა მეგობრებმა მე ასე მძიმედ დამჭრეს, თუმცა მე მათთვის არაფერი დამიშავებია.

"და უეცრად მე შევხედე ხარს. ის იდგა ჩემ წინ და მიყურებდა. უბრალოდ იდგა, მიყურებდა და არ ცდილობდა
თავდასხმას. ის – უცოდველი იყო,
ეს ხომ ყველა ცხოველის თვალებში ჩანს. ხარი მე შველას მევედრებოდა. ეს ჰგავდა სამართლიანობის კივილს, სადღაც ღრმად ჩემში და მე მივხვდი, რომ ის მომმართავს ისე, როგორც ჩვენ მივმართავთ ღმერთს – მე არ მინდა შენთან ბრძოლა, გთხოვ, დამინდე, მე ხომ შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია. მომკალი თუ გინდა, ნება შენია, მაგრამ მე არ მინდა შენთან ბრძოლა. ამოვიკითხე რა ეს ვედრება, თავი ყველაზე უარეს არსებად ვიგრძენი დედამიწაზე და შევწყვიტე ბრძოლა. ამის შემდეგ მე გავხდი ვეგეტარიანელი და კორიდის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე", – ჰყვება მუნერო ალვარო.
marina
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?