პატარა ბავშვი 20 დოლარად ხარს ზურგზე მოახტა...
პატარა ბავშვი 20 დოლარად ხარს ზურგზე მოახტა...
სოცქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ბავშვი დაწოლილ ხართან მივიდა და ზურგზე მოახტა. ცხოველი წამოხტა და გაიქცა.  ვიდეორგოლიც სწორედ ამ მომენტზე წყდება.

ჩანაწერის დასაწყისში მამაკაცი, სავარაუდოდ ბავშვის მამა, ამბობს, რომ ამისთვის ბავშვს 20 დოლარს შეპირდა. ასევე, ვიდეოში ისმის ხმა პატარა გოგონასი, რომელიც სავარაუდოდ დაა. ის ამბობს: ”ეს უსაფრთხო არაა”. დედა თანხმდება, თუმცა, ბავშვის შეჩერებას არვინ ცდილობს. 

როგორც ჩანს, ჩანაწერი მოულოდნელად წყდება, რადგან მშობლები შვილის გადასარჩენად გაიქცნენ. 

სკოტ კლარკმა ატვირთა ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელიც 7.2-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

შემდეგ მამაკაცმა თავის გვერდზე
დაწერა: ”სინამდვილეში არ მეგონა, რომ ის ხარს მიეპარებოდა და მეტიც, რომ მას შეახტებოდა”.

პუბლიკაციის ავტორის
სიტყვებით, მომხდარის შემდეგ ბავშვი არ დაზიანებულა. იგი მას შემდეგ ხარს თავისი ხელით ყოველდღე კვებავს. ის თავს კოვბოის უწოდებს. კლარკმა სოცქსელში განათავსა კმაყოფილი ბავშვის ფოტოც, რომელსაც ხელში 20 დოლარი უჭირავს.

იხილეთ ვიდეო
gakomo
აუუ ძაან მაგარი კაცი გაიზრდება. ჯიგარია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?