ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლემ ბრალდებული ს.ზ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა განუსაზღვრა.


ს.ზ.-ს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ედებოდა ბრალად, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულმა გასული წლის ზაფხულში, რუსთავის ერთ-ერთ უბანში, ძაღლს ხის ჯოხით, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის ღრუში, რასაც მისი სიკვდილი მოყვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

მარიკა
ვარდოშვილი


ასევე იხილეთ:

რუსთავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა

,,დაისაჯოს მკვლელი!“ - რუსთავის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა!

პროკურატურამ პირს, რომელმაც ცხოველი სასტიკად აწამა, ბრალი წარუდგინა

"დღის თემა" - ძაღლებზე სასტიკი მოპყრობის ფაქტები საქართველოში: როგორ ისჯებიან მოძალადეები?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?