რუსთავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა
რუსთავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა
რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჭყონდიდელის დასახლებაში 60 წლამდე მამაკაცმა ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით ჭრილობები მიაყენა. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფაქტის შესახებ თვითმხილველებმა და ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა პოლიციას აცნობეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი უკვე დაიკითხა და სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.


მარი ვარდოშვილი
აქ ესენი ვიპოვე
http://www.zooclub.ge/index.php?option=com_zoobook&view=items&pcat=-1&ccat=64&search=&Itemid=219#zoobook_search
ttt
სწორედაც იქცევით რომ არ ენდობით. თაღლითები არიან. რამდენჯერმე მივმართე და ნოლი რეაქცია.უკმეხად და უზრდელად მომიშირეს თავიდან. ტელ. ნომერი მეც მაინტერესებს
123
თუ შეგიძლიათ დაწერეთ ცხოველთა უფლებელის დამცველი საზოგადოების ტელ. ნომერი. ,,GSPSA" ამ ორგანიზაციას არ ვენდობი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?