,,დაისაჯოს მკვლელი!“ - რუსთავის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა!
,,დაისაჯოს მკვლელი!“ - რუსთავის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა!
ორგანიზაცია ”ცხოველთა მეგობრების“ ორგანიზებით, რუსთავის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - ,,დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ 60 წლამდე ასაკის მამკაცის დასჯას, რომელმაც მათი მტკიცებით, ჭყონდიდელის დასახლებაში, 16 ივნისს, ძაღლი სასტიკად აწამა, ცხოველი მოგვიანებით გარდაიცვალა.

,,პარასკევს 60 წლის კაცმა ლურსმნიანი ჯოხით სადისტურად მოკლა ძაღლი. შევიტანეთ საჩივარი, მეზობლებიც ადასტურებენ ამ ფაქტს. მათი განცხადებით, ძაღლი იყო წყნარი, არავის არაფერს არ უშავებდა. ერთადერთი რასაც აშავებდა ის იყო, რომ ამ კაცს არ უყვარდა ძაღლები. დაიბარეს ეს კაცი, დაკითხეს და გამოუშვეს. შემდეგ ის მეზობლებს დაემუქრა.
ყველაზე კომიკური ისაა, რომ ეს კაცი, თავის დანაშაულს ვერ ხვდება, მომღიმარი სახით იჯდა დაკითხვაზე. სირცხვილია
ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი არაადამიანური და სადისტური ფაქტები ხდება, დამნაშავეები კი დაუსჯელები რჩებიან.
კანონში მხოლოდ ერთი მუხლია ცხოველთა დასაცავად და ჩვენ მოვითხოვთ, ეს მუხლი მაქსიმალურად მკაცრად იქნას გამოყენებული მის მიმართ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს ყველამ, რომ ცხოველებსაც აქვთ უფლებები და ასეთი სისასტიკისთვის დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს! ამ ადამიანმა დღეს ძაღლი მოკლა, ხვალ კიდევ ადამიანს ავნებს რამეს! ლოიალობის დრო უნდა დასრულდეს და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სისასტიკე დასჯადია. ამ ქალაქში არ ცხოვრობენ მხოლოდ ცხოველთა მოძულეები, აქ ცხოვრობენ ცხოველთა უფლებების დამცველები”, - განაცხდა ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრების“ წარმომადგენელმა ირინა ლიკლიკაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურისა და გამოძიების მიმართ ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვთ, თუმცა, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ძაღლის წამებაში ეჭვმიტანილი პირი მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯოს.

იხილეთ ასევე: ”რუსთავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა”
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?