გორილას ფოტო, რომელიც თავის გადამრჩენელს ეხუტება, Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებული გახდა
გორილას ფოტო, რომელიც თავის გადამრჩენელს ეხუტება, Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებული გახდა
Wildlife Photographer of the Year-ის ფოტოების კონკურსში, რომელიც ყოველ წელს ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმში იმართება, 2017 წლის გამარჯვებული გამოავლინეს.  50 ათასი მონაწილიდან "მაყურებელთა სიმპათია" კანადელი ჯო-ენ მაკარტური გახდა. მის მიერ გადაღებულ ფოტოზე ასახულია პატარა გორილა, სახელად პიკინი, რომელიც თავის გადამრჩენელს - აპოლინერა ჰდუჰუდუს ეხუტება.

პიკინი და აპოლინერა (ფოტო: ჯო-ენ მაკარტური, კანადა)

Zooclub

აპოლინერა საქველმოქმედო-არაკომერციული ფონდის (Ape Action Africa) წევრია. ორგანიზაცია გადაშენების პირას მყოფი გორილებისა და შიმპანზეების გადარჩენითაა დაკავებული. ბოლო დროს ამ ცხოველების სახეობა საგრძნობლად შემცირდა, რადგან დასავლეთ აფრიკაში მაიმუნის ხორცით ვაჭრობა ძალიან გავრცელებულია.

აპოლინერმა
პატარა პიკინი გამოისყიდა პატრონისგან, რომელიც მის მოკვლასა და ხორცად გაყიდვას აპირებდა. მან გორილა გადაიყვანა კამერუნის ნაკრძალში,
სადაც ცხოველი თავის მოძმეებთან ერთად მშვიდად იცხოვრებს.

"მადლობელი ვარ, რადგან ამ ფოტოს გამოხმაურება მოყვა. იმედი მაქვს, ეს ადამიანებს ცხოველებზე ზრუნვას შთააგონებს", - ამბობს ჯო-ენი.

იხილეთ კონკურსის ფინალისტების ფოტოები
გალერეა
კონკურსის გამარჯვებული
კითხვა
გორილა რომელია?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?