კორეელებმა ძაღლის ხორცის ჭამისგან თავის შეკავება ოლიმპიადის დროსაც კი ვერ შეძლეს
კორეელებმა ძაღლის ხორცის ჭამისგან თავის შეკავება ოლიმპიადის დროსაც კი ვერ შეძლეს
ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდში ძაღლების ხორცით ვაჭრობის აკრძალვას გეგმავდა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

"Daily Mail"-ის ცნობით, ძაღლის ხორცი ფხენიანიდან სულ 100 კილომეტრზე, ღია ცის ქვეშ ყველაზე დიდ, მორანისა და სონნამეს ბაზრობებზე იყიდება. ადგილობრივი ხელისუფლება მის დროებით დახურვას აპირებდა.

ამ ბაზრობაზე წელიწადში დაახლოებით 80 000 ძაღლს კლავენ და მათ ხორცს ყიდიან. ქვეყნის ხელისუფლება არ ამართლებს ძაღლებით ვაჭრობას, თუმცა, დიდი მოთხოვნის გამო, არც კრძალავს.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბაზრობის დახურვის ნაცვლად, მისი არსებობა შედარებით შეუმჩნეველი გაეხადა და იქ ფოტოგადაღების ამკრძლავი
ნიშნები დააყენა. ბაზრობის გამყიდველები პრესასთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ.

აღსანიშნავია, რომ ბაზრობაზე აგრძელებენ ძაღლების ხოცვას, მიუხედავად
იმისა, რომ 2016 წელს ეს ოფიციალურად აიკძალა.

2017 წლის მაისში, ძაღლების ბოინი და გალიები სრულიად უნდა აეღოთ. ჟურნალისტების ფოტოები ამტკიცებენ, რომ იქ არაფერი შესრულდა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?