მონადირეები ფოთის მერის მოადგილეებს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ
მონადირეები ფოთის მერის მოადგილეებს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ
ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ქალაქის მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

შეხვედრა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემა, რომელზეც მონადირეები საუბრობენ, მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ მოგვარდება. მათი თქმით, საქმის კურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ჩააყენებენ, რათა გამოსავალი ერთობლივად იპოვონ.

”ჩვენი, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ერთადერთი, მივმართოთ სამინისტროს, რომ გამოყოს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, გაეცნობიან ამ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება, ჩვენ
ჩარევისა და რაიმე ცვლილების შეტანის უფლება არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ,
მამუკა პაპასკირმა.

ფოთში, მონადირეები ნადირობაზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?