ფოთში ბაზიერთა ფესტივალი გაიმართა
ფოთში ბაზიერთა ფესტივალი გაიმართა
17 ოქტომბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ბაზიერთა კლუბის ორგანიზებით, ბაზიერთა ფესტივალი გაიმართა. მასში ჩოხატაურის, ოზურგეთის, ბანძის, ბათუმის, ფოთის, თბილისის, მახინჯაურისა და ხელვაჩაურის ბაზიერები ჩაერთვნენ.

ფესტივალში სულ 31 მონაწილე გამოდიოდა. მათ სანახაობრივი ჩვენებაც მოაწყვეს. დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ყველა მონაწილეს ბაზიერობისთვის საჭირო ინვენტარი და პრიზები გადაეცა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ბაზიერთა ფესტივალი ასეთი მასშტაბით პირველად ჩატარდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?