ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყება
ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მომავალი კვირიდან ფოთში იწყება კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც ჩართულია. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად ხდება მწერებთან (კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.

მთავრობის მიერ მიღებული პროგრამების ფარგლებში, ფოთში განხორციელდება კოღოს საწინააღმდეგო პროცედურები. ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი აღნიშნული პროგრამის
რეალიზაციაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდნენ და ცალკეული ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. ფოთის მერის მოადგილის გიორგი მოისწრაფიშვილის ინფორმაციით,
კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა მოიცავს შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს: პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი - სექტემბერში.

პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებსა და მოქალაქეებს.
natali
ბათუმშიც შეწამლეთ რაააა.....ბულვარზე ვერ გავჩერდი შარშან ისეთი ამბავია.არადა ვგიჟდები ბათუმის ბულვარზე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?