ფოთელი მონადირეები და მეთევზეები სახელმწიფო რეგულაციებს აპროტესტებენ
ფოთელი მონადირეები და მეთევზეები სახელმწიფო რეგულაციებს აპროტესტებენ
ფოთის კულტურის სახლის შენობაში მონადირეები და მეთევზეები შეიკრიბნენ და სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს.

შეხვედრას კოლხეთის ეროვნული პარკისა და გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონადირეებისა და მეთევზეების მთავარი მოთხოვნაა, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დაშვება.

შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი კოლხეთის ეროვნული პარკის გაუქმებას მოითხოვს, ნაწილი კი - ეროვნულ პარკში ნადირობისთვის ცალკეული ტერიტორიების გამოყოფასა და მოტორიანი ნავებით პალიასტომზე გადაადგილების უფლებას.

კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით პალიასტომის ტბაზე ნადირობა აკრძალულია.
0
ნადირობა ოჯახის შენახვის საშუალებაა თუ გართობის? თუ ესე ერთობიან სხვა გასართობი მოძებნონ.ადამიანი რომ მიუშვა არცერთ ცოცხალ არსებას არ დატოვებს დედამიწაზე. ისედაც საკმარისად მოვსპედ გარემო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?