თბილისში ყველა ჯიშის ძაღლის ორი საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI "Georgian Spring 2016" და "Tbilisi Challenge 2016" ჩატარდა (+ფოტო&ვიდეო)
თბილისში ყველა ჯიშის ძაღლის ორი საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI "Georgian Spring 2016" და "Tbilisi Challenge 2016" ჩატარდა (+ფოტო&ვიდეო)
საქართველოს კინოლოგიურმა ფედერაციამ სამედიცინო უნივერსიტეტის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, ე.წ. ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილმა ძაღლებმა მიიღეს.

ძაღლები მსაჯების მიერ მათი ვიზუალური მონაცემების მიხედვით შეფასდა. გამოფენაზე, ჯიშების მიხედვით, ჯერ საუკეთესო ძაღლები, ხოლო შემდეგ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვლინდა.

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის განმარტებით, მიმდინარე წელს შვიდი ასეთი გამოფენაა ჩასატარებელი, რაც აუცილებელი ნორმაა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა საერთაშორისო კინოლოგიის ფედერაციის წევრია.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კობა სუბელიანის თქმით კი, გამოფენები, რომელიც 1996 წლიდან ტარდება, არის ძალიან კარგი პოპულარიზაციის თვალსაზრისით
– განსაკუთრებით ქართული ეროვნული ჯიშის – მეცხვარე ძაღლის პოპულარიზაციისათვის.

"თავის დროზე გადაშენების პირას მყოფი აი
ეს ჯიში, დღეს უკვე გადაშენების პირას აღარ არის. პირიქით, იმ დონეზე განვითარდით, რომ შევძელით და ცხვარში შევუშვით – მწყემსებს უფასოდ დავურიგეთ, გავამრავლებინეთ. იქ უკვე მეორე, მესამე, მეოთხე თაობის ლეკვები არიან სულ სხვანაირი, ქალაქში გაზრდილი ლეკვებთან შედარებით. ცხვარში გაზრდილი ძაღლი არის სულ სხვა ხასიათის, როცა მგელთან ურთიერთობაში იზრდება და გენეტიკაში არსებულ თვისებებს ავითარებს", - აღნიშნა კობა სუბელიანმა.


იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ვიდეო

ნათია ინაური - სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

გალერეა
სსკლ
სუბელიანი ძველ ზღაპრებს მღერის:):):) თავადვე თუ სჯერა ნეტა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?