თბილისში, 28- 29 მარტს, საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა გაიმართება
თბილისში, 28- 29 მარტს, საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა გაიმართება
თბილისში, 28 და 29 მარტს, ორი ყველა ჯიშის საერთაშორისო გამოფენები CAC-CACIB FCI "Tbilisi Challenge 2015" და "Iveria Star 2015" ჩატარდება.

საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე: "სტუმრებს ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ველოდებით. წელს ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჩამოვლენ ჩვენს დედაქალაში, რათა მონაწილეობა მიიღონ თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. გამოფენაზე დარეგისტრიებულია 150-მდე მონაწილე."
საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენები 1998 წლიდან ტარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ. მასში მონაწილეობას ღებულობენ ყველა ჯიშის ძაღლები, ერთმანეთს ეჯიბრებიან სილამაზეში, გაწვრთნაში, აქტიურობაში. ყველა აქ მოსული სტუმარი იბრძვის ტიტულის მოსაპოვებლად. ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღისთვის.
წელს საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულ კორტებზე გაიმართება.


გამოფენის ორგანიზატორია - საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია.


მსაჯებად მოწვეულნი არიან ექსპერტები:

სტავროს არგირუ (კვიპროსი)
ვლადიმირ პისკაი (სლოვაკეთი)
ნატალია მესტვირიშვილი (საქართველო)


მის: სითი სპორტი – საჩოგბურთო კორტები. ასათიანის 7ა; თსსუ-ს მიმდებარე ტერიტორია, თბილისი, საქართველო



zooclub.ge თითოეულ მონაწილეს უსურვებს წარმატებას!
გაუფრთხილდით, მოუარეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე.


ანი ქარჩავა სპეციალურად zooclub.ge-სთვის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?