ვაშინგტონში ბარაკ ობამას ძაღლის მოპარვა სცადეს
ვაშინგტონში ბარაკ ობამას ძაღლის მოპარვა სცადეს
აშშ-ის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთი ძაღლის მოპარვა სცადა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, ჩრდილოეთ დაკოტელი მამაკაცი, სკოტ სტოკერტი თეთრი სახლის ლიდერის შინაური ცხოველის მოპარვას ცდილობდა. ვაშინგტონის პოლიციამ სტოკერტის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და მაჩეტე აღმოაჩინა.

დაკავებისას ეჭვმიტანილმა პოლიციას განუცხადა, რომ ის აშშ-ის ექსპრეზიდენტის, ჯონ კენედისა და მსახიობ მერილინ მონროს შვილია.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?