ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კინოლოგიური პროექტი K9 გადმოსცა (+ფოტო)
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კინოლოგიური პროექტი K9 გადმოსცა  (+ფოტო)
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კინოლოგიური პროექტი K9 გადმოსცა.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.
აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შს და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში, მხარეები პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციურ ოპერაციასაც დაესწრნენ. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, ასევე
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიეთ ამ კუთხით. მხოლოდ აგვისტოს თვეში 25 კილოგრამამდე კოკაინი იქნა ამოღებული და 20 კილოგრამამდე მარიხუანა. პროექტ K9-ს გადმოცემის შემდეგ გაიზრდება შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას.
პროექტის მიმდინარეობისას შსს-სა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და სხვა სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტეში გაიარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?