უნგრეთის მთავრობა მზადაა თბილისის ზოოპარკის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა
უნგრეთის მთავრობა მზადაა თბილისის ზოოპარკის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სილვია პეტოს შეხვდა.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის აღდგენის პროცესში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნგრული მხარე საჭიროების შემთხვევაში ქართველ სპეციალისტებს გადაამზადებს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა აღნიშნული ინიციატივისთვის და მიაწოდა ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლებსაც დედაქალაქის მერია გეგმავს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო მზადაა დაინტერესების შემთხვევაში უნგრულ მხარეს დამატებით,
დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ საჭიროებების შესახებ, რაც დედაქალაქში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვისაა საჭირო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?