თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია გაიმართა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია გაიმართა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა.

შს სამინისტროს ცნობით, სწავლება ორ ეტაპად წარიმართა: პირველი ეტაპი - სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიმდინარე წლის 17 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხუთმა თანამშრომელმა. აღნიშნული ვიზიტი კი ტრენერთა ტრენინგსაც მოიცავდა.

სწავლების მეორე ეტაპი აშშ-ში გადამზადებული ინსტრუქტორების მიერ საქართველოში, სხვადასხვა სასაზღვრო-გამტარ პუნქტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამმა თანამშრომელმა მიიღო.

სამინისტროს ცნობით, ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების, აგრეთვე, აშშ-ს
სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები დაესწრნენ. გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები
გადაეცათ.

"სასწავლო პროგრამა ჩატარდა კინოლოგიური პროექტის ფარგლებში, რომელიც 2013 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს", - აცხადებენ შსს-ში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?