შსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს
შსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს ქედის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა სოფელ ცხემნაში, კლდიდან გადმოვარდნილი შვლის ნუკრი გადაარჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კლდიდან გადავარდნილ შვლის ნუკრს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

"შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნა ქედის სამაშველო ჯგუფი. შვლის ნუკრს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები. მაშველების მიერ ადგილზე გამოძახებული ვეტერინარის მიერ შველს გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც მაშველებმა შვლის ნუკრი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გადასცეს",
- აღნიშნეს პრესსამსახურში.
lali
კი მაგრამ სამინისტროს თანამშრომლებს რატომ გადასცეს, არ არსებობს ცხოველების სამკურნალო ვეტ.კლინიკა? ისინი როგორ დაეხმარებიან საბრალო ნუკრს, ვერ გავიგე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?