სად არის შესაძლებელი შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია
სად არის შესაძლებელი შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია
6 აპრილს მიღებული განახლებული წესდების (კანონი) თანახმად, თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით,
თბილისის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის დადგენილების თ
ანახმად, სავალდებულოა ყველა პატრონიანი ძაღლისა და კატის რეგისტრაცია.

აღნიშნული პროცედურა ორეტაპიანია.

პირველ ეტაპზე ხორციელდება ცხოველის იდენტიფიკაცია: ჩიპირება, ტატუირება ან საჭდეს, ე.წ. „ბირკის“ დადება. იდენტიფიცირებულ ცხოველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს საყელური. მეორე ეტაპზე ტარდება საკუთრივ
რეგისტრაცია, ანუ ცხოველის პატრონისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემა მასში შეტანილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეს ეტაპები პირობითია - ფაქტიურად ერთდროულად ტარდება შემდეგ დაწესებულებებში:

1. საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი N115, ტელეფონები: 568953821 და 790553821
E-mail: kinologia.ge@mail.ru

2. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მის.ამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა N9, ტელეფონი: 593733973
E-mail: ana_kopaliani@mail.ru

3. შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მისამართი: ყაზბეგის გამზირი N41, ტელეფონი: 577447077
E-mail: chachuaekaterine@yahoo.com

4. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა N7, ტელეფონი: 577272110
E-mail: ketevan.kvirkvelia@mail.ru

იდენტიფიკაცია გავლილი ცხოველების რეგისტრაცია წარმოებს ასევე თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24,
ან
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, მისამართზე: ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის ქუჩა №17ა.
ცხოველების იდენტიფიკაცია ფასიანია, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა - უფასო.



ყურადღება! სიახლე - რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად!


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ითვალისწინებს რა სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველების ტრანსპორტირებასთან რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებებში (ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე თბილისში მხოლოდ რვა სუბიექტმა გამოთქვა რეგისტრაციის პროცედურებში ჩართვის სურვილი, გააფორმა ხელშეკრულება სააგენტოსთან და უსასყიდლოდ მიიღო სარეგისტრაციო მოწმობები), აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში ატარებს აქციას: ყველა იდენტიფიცირებული (ჩიპი, ტატუ, ან საჭდე ე.წ. „ბირკა“) ცხოველის პატრონს შეუძლია სარეგისტრაციო მოწმობა მიიღოს (დაარეგისტრიროს ცხოველი) „სახლიდან გაუსვლელად“.


ამ მიზნით საკმარისია აქციის ფარგლებში პატრონი დაუკავშირდეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს („112“, 242-14-24 ან 577-95-87-77) და აცნობოს, რომ სურს იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაცია.


აღნიშნულის საფუძველზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, ინიციატორთან შეთანხმებულ დროს და მითითებულ მისამართზე, უზრუნველყოფენ ცხოველის სკანირებას (მიკროჩიპის შემთხვევაში) ან მის ვიზუალურ დათვალიერებას (ტატუს და საჭდის შემთხვევაში) და სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემას.


დაინტერესებულ პირებს ასევე გაეწევათ კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებთან დაკავშირებით. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული აქცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს დედაქალაქის პირობებში შინაური ცხოველების რეგისტრაციის პროცესს, უზრუნველყოფს რეგისტრაციის მასიურად, დროულად და კომფორტულად ჩატარებას როგორც ცხოველებისათვის, ისე მათი პატრონებისთვის.



იხილეთ იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის მწარმოებელი
დაწესებულებების ჩამონათვალი:


1. საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი.
მის. აღმაშენებლის გამზ. N115 ტელ. 568953821 790553821
E-mail kinologia.ge@mail.ru

2. შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მის. ყაზბეგის გამ. N41 ტელ. 577447077
E-mail chachuaekaterine@yahoo.com

3. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მის. კოსტავას ქ. N9 ტელ. 593733973
E-mail ana_kopaliani@mail.ru

4. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მის. თამარაშვილის ქ. N7 ტელ. 577272110
E-mail ketevan.kvirkvelia@mail.ru

5. კინოლოგიური კლუბი
ც. დადიანის გამზ. N 129 ტელ. 555963637
E-mail nino.bokuchava.90@mail.ru

6. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
გლდანი 1 მ/რ კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარე ტერ. ტელ. 55551597 E-mail sulxanishvili.mzago@mail.ru

7. ვეტერინარული კლინიკა ტელ. 2144395; 599140111
აბაშიძის ქ. N59
E-mail giorgi.baramidze@hotmail.com

8. კინოლოგიური სერვისი კაბინეტი
ნუცუბიძის ქ. N2ა ტელ. 599470167
E-mail nessyclub@rambler.ru

9. ცხოველთა პირველადი დახმარების კაბინეტი
მუხიანის მე-4ა მ/რ კორ. N8 ტელ. 577445145
E-mail giorgi.khubashvili@gmail.com

10. შ.პ.ს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“
ცინცაძის ქ. N 45 ტელ. 555911253 ; 577425936 ; 2911253
E-mail aibo.ge@yahoo.com
11. საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია
პეკინის ქ. N 39ა ტელ. 2370259 E-mail info@fcg.ge

12. ვეტერინარული კლინიკა
წერეთლის გამზ. N74 ტელ. 593206166 2352538
E-mail marine.nijaradze@mail.ru

13. აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო კლინიკა
დავით აღმაშენებლის ხეივანი N 240 ტელ. 555275507
E-mail clinic@agruni.edu.ge

14. შ.პ.ს „აქვა-ტერრა“
კეკელიძის ქ. N12 ტელ. 2224796 55752644 E-mail muradian.80@mail.ru

15. შ.პ.ს „აქვა-ტერრა“
მიქელაძის ქ. N 7 ტელ. 599231244
E-mail zaxvet@mail.ru

16. ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“
კანდელაკის ქ. N61 ტელ.2389811 593394733
E-mail davit-vet@mail.ru

17. ვეტერინარული კლინიკა შ.პ.ს. „ბერიძე და კო“
ნუცუბიძის ქ. N62ა ტელ. 2325408 599738888
E-mail natiber2008@gmail.com

18. ვეტერინარული კლინიკა შ.პ.ს „ვეტ - ექსპრესი“
გლდანი ტელ. 599515597
E-mail v.mamaladze@hotmail.com

19. ვეტერინარული კლინიკა შ.პ.ს. „ვეტერინარია ლიდრი“
ჩიქობავას ქ. N 57 ტელ. 579998282
E-mail veterinaria.lider@gmail.com

20. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი
ც.დადიანის გამ. N 47 ტელ.593368678
E-mail guraspashvilitamriko@mail.ru

21. შ.პ.ს. „ვეტერინარული ცენტრი ზოოპლაზა“
კოსტავას ქ. N67 ტელ. 2334301
E-mail an.gugusiani@yahoo.com

22. ვეტერინერულ-კოსმეტიკური კაბინეტი
კეკელიძის ქ. N13ა ტელ. 2369837 599518548
E-mail mestvirishvili_n@mail.ru

23. ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი
უზნაძის ქ. N6
E-mail nno-vet@rambler.ru

24. ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი
უზნაძის ქ. N6 ტელ. 593103914
E-mail teatata@rambler.ru

25. ვეტერინარული მომსახურეობის კაბინეტი
მოსკოვის გამზ. 3 ტელ. 557960520
E-mail kacurikaci@yahoo.com

26. შ.პ.ს „ბალტო“ ვეტერინარული კლინიკა
ყაზბეგის გამზ. 20ა ტელ. 599200906
E-mail baltokinologia@gmail.com


ვადა იწურება 6 ოქტომბერს.
ქართველი
გამარჯობათ,მაინტერესებს ეს მხოლოდ თბილისში მაცხოვრებლებზე ვრცელდება??თუ რეგიონებშიც,იქნებ სხვა ქალაქებშიც გააკეთოთ,ან სხვა მომსახურება შეთავაზოთ--ადრე ასაცრელად სახლში დადიოდნენ ..და მაინტერესებს ეს იდენტიფიკაცია რა ღირს,იქნებ დაწეროთ .მადლობა .
ლუიზა
მყავს პატარა ჯიშის ძაღლი,ში ცუ.აქვს ვეტერინარული პასპორტი.სხვა რამ საბუთი არ გამაჩნია,ნაჩუქარია.ეს მოციცქნული არსებაც უნდა დავჩიპო? მარტო რეგისტრაცია არ არის საკმარისი? ზედმეტი ხარჯებია ნამდვილად
კინოლოგიური კავშირი
გია გიორგელაშვილს! თუ თქვენ არ მოგწონთ კინოლოგიური კავშირი, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია სხვა მისამართზე, რომელსაც აქვს რეგისტრაციის უფლება! ეს ჩიპი არის იმისათვის,რომ ჩიპის ნომერი აუცილებელად უნდა იყოს შეტანილი წინაპართა მოწმობაში და მერიის რეგისტრაციის ბაზაში, და არა იმისათვის,რომ ძაღლი ვეძებოდ სატელიტით. მერიის რეგისტრაციის ბაზა ჭირდება იმისათვის, რომ მონიტორინგის სამსახურმა დაადგინოს მისი მფლობელის მონაცემები
გია გიორგელაშვილი
მყავს აღმოსავლეთევროპული ნაგაზი რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში ვერ გავიგე რაშუაშია აქ კინოლოგიურ კავშირში რეგიცტრაციის გავლა ან ჩიპირება. საქართველო სატელიტზე არ ზის და ძაღლი რომ დაიკარგოს ჩიპით მაინც ვერ იპოვიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?