როგორ უნდა მოხდეს პატრონის მერ ოჯახის ბინადრის რეგისტრაცია/ჩიპირება
როგორ უნდა მოხდეს პატრონის მერ ოჯახის ბინადრის რეგისტრაცია/ჩიპირება
ცხოველი, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა. ის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და ქალაქის დებულების მიხედვით, მათი მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებით, ამის ოფიციალური დადასტურებაა საჭირო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №7-28 დადგენილების მიხედვით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებლები, რომლებსაც ჰყავთ შინაური ბინადარი, ვალდებულნი არიან დადგენილების მიღების დღიდან, 2015 წლის 6 აპრილიდან, 6 თვის განმავლობაში დაარეგისტრირონ და ჩიპირება გაუკეთონ საკუთარ ცხოველს.

დასაწყისისთვის გავეცნოთ ტერმინს, თუ ვინ ითვლება ცხოველის პატრონად:

ცხოველის პატრონად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი
და
უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და სოციალური ქცევის კორექციას, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით;

ხოლო პატრონიანი ცხოველი არის ცხოველი, რომელსაც ჰყავს პატრონი, კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება ცხოველის პატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ და რეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ;
პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც ამ წესის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, მესაკუთრის (მფლობელის) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულების მიერ.


ცხოველის რეგისტრაცია (აღრიცხვა) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ, ამ წესით დადგენილი ცხოველთა კლასიფიკაციის შესაბამისად ხორციელდება;



მუხლი 5. ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება

1. ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.
3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი;
ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი.
4. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
5. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო.
6. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტიური მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
7. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი.
8. რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.
9. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნებში.
10. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო (პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაცია ცხოველზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ნაყარის მიღებისა და ნაყარის გასხვისების ფაქტის რეგისტრაცია, საკონტროლო რეგისტრაცია და სხვა, ამ წესით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემები) და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ამ წესის დანართი #2-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (ე-მაილ).
11. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა ორგანო და პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.
12. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს/პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს:
ა) ორგანოს/პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს);
ბ) ორგანოს/პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტიურ მისამართს;
გ) ორგანოს, იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი).



ასევე:
6. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, თავისი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

7. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ცხოველის ნაყარის და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა) თითოეული ფაქტის შესახებ, ნაყარის შემდგომი რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ წესის სხვა მიზნების უზრუნველსაყოფად.


12. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით" (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც, მასში ახალი მონაცემების შეყვანიდან 10 დღის ვადაში ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში, ამ წესის დანართი # 3-ის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (E-mail).

_ _ _

შეგახსენებთ!

6 აპრილს მიღებული განახლებული წესდების (კანონი) მიხედვით თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე:

კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).

იდენტიფიცირება შესაძლებელია ვეტერინარულ კლინიკებში, კინოლოგიურ ფედერაციებსა და კინოლოგიურ კლუბებში (მომსახურება ფასიანია).

რეგისტრაციის მისამართი :მარჯანიშვილის ქ. 89\24 საკონტაქტო ნომ.577958757 ან თავჭრელიძეს 17ა საკონტაქტო ნომ.577958555. (მომსახურება უფასოა).
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი გახდება ყველა ვეტერინარულ კლინიკაში, კინოლოგიურ ფედერაციაში და კინოლოგიურ კლუბებში შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის გავლა (მომსახურება სავარაუდოდ ფასიანი იქნება).





სრულად კანონი იხილეთ: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების ( ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი"

მომზადებულია ანი ქარჩავას მიერ
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

!შეგახსენებთ!

6 აპრილს მიიღეს განახლებული წესდება (კანონი) თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ.

კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).

რეგისტრაციის მისამართი :მარჯანიშვილის . 89\24 საკონტაქტო ნომ.577958757 ან თავჭრელიძეს 17 საკონტაქტო ნომ.577958555.

გარდა ამისა, უახლოეს ხანში ვეტერინარებთან და კლუბებში, ფედერაციაში და კინოლოგიურ კლუბებში

ყველა ვეტერინარულ კლინიკაში, კინოლოგიურ ფედერაციაში და კინოლოგიურ კლუბებში შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის გავლა (მომსახურება სავარაუდოდ ფასიანი იქნება)

იდენტიფიცირება შესაძლებელია ვეტერინარულ კლინიკებში, კინოლოგიურ ფედერაციებსა და კინოლოგიურ კლუბებში (მომსახურება ფასიანია).

maia
Тбилисцев обяжут зарегистрировать своих домашних питомцев (17 Сен в 22:46 Вестник Кавказа) Жители Тбилиси, содержащие у себя домашних животных, обязаны будут пройти процедуру регистрации своих питомцев Владельцы кошек и собак на территории Тбилиси должны своевременно зарегистрировать животных, сообщила председатель комиссии охраны окружающей среды сакребуло Тбилиси Шорена Бухрашвили. "С 8 октября будет производиться бесплатная регистрация животных на дому. Граждане должны позвонить на 112, и сотрудники соответствующей службы явятся по указанному адресу и зарегистрируют животных. При регистрации производится лишь оформление документа, а что касается чипов и клейма, это зависит от желания владельцев. Регистрацию будут проводить не только агентство, но 27 частных субъектов, в том числе клиники, кинологические и фелинологические организации. Хочу призвать владельцев кошек и собак обязательно принять участие в акции регистрации, поскольку она обязательна", - цитирует ее Грузия Online. В случае, если животное не будет своевременно зарегистрировано, его владельцу грозит денежный штраф.Владельцы кошек и собак на территории Тбилиси должны своевременно зарегистрировать животных, сообщила председатель комиссии охраны окружающей среды сакребуло Тбилиси Шорена Бухрашвили. "С 8 октября будет производиться бесплатная регистрация животных на дому. Граждане должны позвонить на 112, и сотрудники соответствующей службы явятся по указанному адресу и зарегистрируют животных. При регистрации производится лишь оформление документа, а что касается чипов и клейма, это зависит от желания владельцев. ---------ну и кому верить,,,,,,,,,,,?????????????????????????????????
qeTi-ს
თქვენი მიკედლებული ძაღლი გასტერილებულია? .. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაფორმდეს თქვენზე ოფიციალური მიკედლება... უფრო ზუსტად - მიკედლებული ძაღლების შესახებ კანონს გაეცანით: http://www.zooclub.ge/zuu/literatura/1418-ra-evaleba-kanonith-saqarthveloshi-ckhovelis-mimkedlebels.html
qeTi
მაინტერესებს მიკედლებული მყავს ნაგაზის მეტისი,ამ შემთხვევეაში როგორ მოვიქცე? არ მაქვს არანაირი ხელშეკრულება ან საბუთი. სად ან როგორ დავარეგისტრირო ცხოველი? რა თანხებია ამისთვის საჭირო? ძალიან გთხოვთ მირჩიეთ და დამაკვალიანეთ სად მოვახდინო ჩემი ცხოველის რეგისტრაცია. მადლობა წინასწარ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?