შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გრძელდება
შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გრძელდება
ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით იდენტიფიცირებულია 1 736 964 სული მსხვილფეხა და 98 824 წვრილფეხა პირუტყვი. მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციის პროცესი 2012 წლიდან დაიწყო, წვრილფეხა პირუტყვისა კი გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

„იდენტიფიკაცია-რეგისტრაცის შედეგად პირუტყვის მეპატრონეს ექნება საშუალება, დაიცვას საკუთარი პირუტყვის ჯანმრთელობა, ისარგებლოს უფასო სახელმწიფო პროგრამებით, ჰქონდეს საკუთრების დამტკიცების შესაძლებლობა; აგრეთვე გამარტივდება პირუტყვის შეძენა-გაყიდვა და მისგან მიღებული პროდუქტების რეალიზება“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ,
ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.

მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისას პირუტყვს უკეთდება საყურე ნიშანი; მონაცემები
რეგისტრირდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელშიც თავს იყრის ინფორმაცია ცხოველის ჯანმრთელობის, ჩატარებული ვაქცინაციებისა და გადატანილი დაავადებების შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტო პირუტყვის მეპატრონეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი მათ შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 247 01 01.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?