აცრა ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაშიც აუცილებელია!
აცრა ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაშიც აუცილებელია!
ინფექციონისტები მოსახლეობას ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაში აცრის ჩატარებას ურჩევენ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი მანანა ღლონტი, ცხოველების მიერ ადამიანების კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევებში, აცრის აუცილებლობაზე საუბრობს.

ექიმ-ინფექციონისტი მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველების, მათ შორის, ძაღლებისა და კატების მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის დროს შესაბამისი ანტირაბიული აცრა ჩაიტარონ.

ექიმი განმარტავს, რომ ადამიანის ცოფით დაინფიცირება შესაძლოა, ოჯახის ძაღლისგანაც კი მოხდეს, განსაკუთრებით სოფლებში.

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 6 წლ
ის ბიჭი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი, ერთი თვის წინ უსახლკარო
ძაღლმა თვალის არეში დადორბლა. მცირეწლოვანი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მედიკოსების გადაწყვეტილებით, ის თბილისის საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა თავის არე. 6 წლის გარდაცვლილი ბიჭის შემთხვევაში, ინფიცირება თვალის ლორწოვანი გარსიდან მოხდა.

ცხოველთა უფლებების დამცველები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, დროულად მოხდეს თანამედროვე სტანდარტებით ძაღლსაშენის მოწყობა, რათა მსგავსი შემთხვევები აცილებული იქნას.


სპეციალურად zooclub.ge-სთვის
ნატალია დადიანი


manana-sh
მე ნამდვილად არ ვარ აცრების წინააღმდეგი, ამ შემთხვევაში მე ალბთ ამ ეტაპზე ძლიან გამომართლა, ბავშვობიდან იმდენჯერ ვარ დაკბენილი და დაკაწრული გარეშე თუ შინაური ცხოველებისგან. ეხლაც უპატრონო ორი ლეკვი შევიფარე, ერთ-ერთმა მიკბინა თითზე საჭმლის მიწოდები დროს, უამრავი სისხლი წამომივიდა, მაშინვე სარეცხის საპნით დავიბანე, 9 დღე გავიდა ჯერ კარგად ვართ, იმედია არაფერი დაგვემართება.
უჩა
სანდრო - ყველაზე ცოდო ის ბავშვია, ვინც დაიღუპა! და ეს რჩევა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არიდებულ იქნას მსგავსი შემთხვევები! იმედია მეტ უსახლკარო ცხოველს აცრიან, რომ ასეთი საშიშროება არავის დაემუქროს. ცოფი საშინელებაა! (აქ არავინ ამბობს, რომ ძაღლია რამეში დამნაშავე! _ აქ ადამიანების და ცხოველების უსაფრთხო თანაცხოვრებაზეა საუბარი - და ეს სიფრთხილე მნიშვნელოვანია სწორედ ცხოველების და ადამიანების უსაფრთხოებისთვის)
sandro
ვაი რა ცოდოები არიან ეს ექიმები "ინფექციონისტები" რომლებიც აცრას გვირჩევენ, ქუთაისის ცხოველთა უფლებების დამცველები ვინც ამ სტატიაზე მუშაობდა ის!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?