აცრა ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაშიც აუცილებელია!
აცრა ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაშიც აუცილებელია!
ინფექციონისტები მოსახლეობას ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაში აცრის ჩატარებას ურჩევენ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი მანანა ღლონტი, ცხოველების მიერ ადამიანების კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევებში, აცრის აუცილებლობაზე საუბრობს.

ექიმ-ინფექციონისტი მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველების, მათ შორის, ძაღლებისა და კატების მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის დროს შესაბამისი ანტირაბიული აცრა ჩაიტარონ.

ექიმი განმარტავს, რომ ადამიანის ცოფით დაინფიცირება შესაძლოა, ოჯახის ძაღლისგანაც კი მოხდეს, განსაკუთრებით სოფლებში.

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 6 წლ
ის ბიჭი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი, ერთი თვის წინ უსახლკარო
ძაღლმა თვალის არეში დადორბლა. მცირეწლოვანი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მედიკოსების გადაწყვეტილებით, ის თბილისის საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა თავის არე. 6 წლის გარდაცვლილი ბიჭის შემთხვევაში, ინფიცირება თვალის ლორწოვანი გარსიდან მოხდა.

ცხოველთა უფლებების დამცველები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, დროულად მოხდეს თანამედროვე სტანდარტებით ძაღლსაშენის მოწყობა, რათა მსგავსი შემთხვევები აცილებული იქნას.


სპეციალურად zooclub.ge-სთვის
ნატალია დადიანი


Admin
მომხდარ ფაქტზე, 6 დეკემბერს ჟურნალისტი დაუკავშირდა ექიმ-ინფექციონისტს, მოხდა ფაქტის შესახებ ინფორმაციის მოწოდება პრევენციის კუთხით. ამიტომ, ამ სტატიაში რაიმე დაკვეთის დანახვა ელემენტარულად, ძალიან ალოგიკურია. შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ფაქტის შესახებ სხვა საინფორმაციო წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს: http://www.tabula.ge/ge/story/90561-cofis-virusit-tbilisshi-mciretslovani-bavshvi-gardaicvala . http://newposts.ge/?l=G&id=57982-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98,%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98, .http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/308192-cofis-virusith-gardacvlili-bavshvi-dzaghlma-erthi-thvis-tsin-thvalis-areshi-dadorbla.html?ar=A . http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/56868-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98/19/user:%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90:show:channel
ჯიბუტს
ჯიბუტი, შენი შეუიარაღებელ თვალზე სათვალე გჭირდება. მიმართე ოკულისტს, რომ მომავალში ისევ შეძლო დანახულზე დაყრდნობა და არა საკუთარი მოლანდებებით ხელმძღვანელობა :D - მაგან გართულება იცის. მაინც ყეფის მეტი არაფერი დაგრჩენიატ ზოგზოგიერთებს რა. ტფუი
სოფიო ჯიბუტი
და ინტერნეტ გამოცემებს არ ვურჩევდი დაკვეთილი სტატიების წერას. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
სოფიო ჯიბუტი
რასაც ადამიანი შეეხო ყველაფერი დაანგრია, თუკი რამე გამოუგონია ისევ ნგრებისთვის და ომისთვის გმაოუგონია, როდესაც ადამიანი ბუნების კანონებში ჩაერია მაშინ გაჩნდა გლობალური პრობლემები. ძალიან ცუდი და უღირსი ცხოველია ადამიანი, რომელსაც თავი სამყაროს მბრძანებლად წარმოუდგენია და ვერ ხედავს იმ უბედურებებს რომლებსაც ნელ ნელა დღემდე თესავდა და ცდილობს ეს ყველაფერი უენო არსებებს ცხოველებს გადააბრალოს. მრცხვენია რომ ადამიანი მქვია
თინათინ ჭავჭანიძე
მე კიდავამატები.ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად,სახელმწიფომ დროულად უნდა გაატაროს ცოფის პრევენციის ზომები,ანუ აცრას ცხოველები, როგორც შინაური,ასევე ტყეში -გარეული.ეს ადამიანის დაცვაცაა და ეს საკითხი ეხება სურსათის ეროვნულ სააგენოტოს !!!! ყველა ბავშვის სიცოცხლე სახელმწიფო სტრუქტურებზეა და არა ცხოველებზე.ისე არ ვიცი ვისი შცდომაა გაპარული სტატიაში- ქუთაისის მერიის თუ სტატიის ავტორის,მაგრამ ძაღლსაშენი სულაც არ აგვარებს ამ პრობლემას ,პირიქით,გამრავლებას ემსახურება და პირიქით ზრიდს.ალბათ თავშესაფარი იგულისხმეშ,თუმცა არც თავშესაფარი მოაგვარებს ამ საკითხს_ თუკი არ მოხდება სტერილიზაცია,კასტრაცია,ვაქცინაცია და უკან გაშვება,ისევ სასაკლაოზე ტყუილად გადაყრილი სახელმწიფო თანხების უმიზნო ხარჯვას მივიღებთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?