"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე გვერდი, სახელწოდებით "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი" რუსთავში, ადამიანის მიერ ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტის შესახებ წერს.

"ადამიანის სისასტიკეს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...
რუსთავიდან დარეკა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.

ადგილზე მისულ ჩვენს ბრიგადას, შემზარავი სურათი დახვდა... ქართული ქოფაკი სასიკვდილოდ გაუმეტებია არაადამიანს...
გარეგნული დათვალიერებით, ძაღლი იყო ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი, ყელზე ემჩნეოდა ღრმა ჭრილობის კვალი და ქვედა ყბა მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა...

უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და
არმოვუჩინეთ პირველადი დახმარება...

ამის შემდეგ კი, მივმართეთ ცნობილ ვეტ–ექიმს, აკაკი რუაძეს...
სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო
ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა, რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი, როგორც ჩანს, პირდაპირ ყბაში ესროლა, ენაც კი შუაზეა გაჭრილი... ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი ნულის ტოლია... უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს დავაძინოთ..."
ექიმმა რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.

Zooclub

ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენს თვალწინ, სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისგან გაქცევა...
ჩვენ კი, ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს... ჩვენივე მოდგმის უგულობას და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს...
იმ წუთში, არ მინდოდა ადამიანად ყოფნა...

ჩვენთვის არ არის ახალი, ადამიანის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა. ჩვენს თავშესაფარში ხომ ასობით ძაღლია ადამინისგან გამეტებული...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...

Zooclub

გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ორიოდე საათის წინ, რუსთავის მერიასთან ძაღლის ცხედარი და თაბახის ფურცელზე სახელდახელოდ ამობეჭდილი ,,კმარა რუსთავი!!!'' დავტოვეთ.

ცხოველთა რამდენიმე უფლებადამცველი ქალბატონიც მოვიდა, ერთ–ერთმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახა...

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა, ჯერი რუსთავის სამართალდამცავებზეა, მოახდენენ თუ არა ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებას", - იუწყებიან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის გვერდზე.


მომხდარ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ფეისბუქის გვერდზე მოკლული ძაღლის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა:

"ეს საბრალო რუსთავში მე-7 ა მიკრორაიონში ცხოვრობდა. დაახლოებით 10 დღის წინ დაგვირეკა ერთმა ქალბატონმა. კისერზე თოკი ხორცამდეა ჩასული და იქნებ უშველეთო. რომ ვნახეთ ამხელა ძაღლი მისი ტრანსპორტირებისთვის ჩვენ შესაბამისი მანქანა არ გვაქვს და წინააღმდეგობა რომ გაეწია ვეღარც დავიჭერდით. ამითომ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს ვთხოვეთ დახმარება.
ჩამოვიდენ მაგრამ უკვე ღამე იყო და ვეღარ ვნახეთ. მისი სიკვდილის წინა დღეს ისევ ვესაუბრე იმ ქალბატონს და შევთანხმდით რომ ტერიტორიაზე რომ იქნებოდა მაშინ დავრეკავით ისევ დასახმარებლად და თბილისიდან მათ ჩამოსვლამდე თვალყურს ვადევნებდით რომ ისევ არ დაკარგულიყო. ვერ მოვასწარით რადგან ჩვენი საუბრიდან მეორე დღეს ანუ გუშინ ძაღლს ესროლეს და საწყალი მე-3 პროფის ეზოში შემთხვევით ნახა ქალბატონმა დოდომ { მას 14 ძაღლი 8 ფისო ყავს}. დამირეკა მე ისევ დავურეკე თამთას. მან ელიზბარაშვილებს და ასე მოხვდა საბრალო კაკო ექიმთან მაგრამ ვეღარ ვუშველეთ.

Zooclub

მერე აქცია მერიასთან და პატრული გამოვიძახეთ. თუ შეიძლება ამ ამბავში რამე სასიამოვნო იყოს ის არის რომ თვითმხილველი ყავს ამ ფაქტს რომელსაც პატრული მაშინვე გამოუძახებია მაგრამ ძალი ვეღარ უპოვიათ. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი მანქანის ნომერიც კი მიაწოდა პოლიციას. არ ვიცით ვინ არის ეს ადამიანი. თუ შემთხვევით წაიკითხავს ამ პოსტს იქნებ გამოგვეხმაუროს", - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.


Zooclub


მომხდარ შემზარავ ფაქტს ჟურნალისტები ნათია ლაზაშვილი და ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

ნათია ლაზაშვილი:
"ეს არის ავადმყოფი, დაკომპლექსებული, დეგრადირებული ადამიანების ქვეყანა! ევროინტეგრაცია კი არა, სერიოზული მკურნალობა სჭირდება ერს!:(((((((".

ინგა გრიგოლია:
"სანამ სასჯელი არ გამკაცრდება, ამ ნაძირლების სიმხეცეს ბოლო არ მოეღება(((((((((((((((((((((((".



წყარო: ambebi.ge



ასევე იხილეთ: რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
dato
ეს რომ ვანდალიზმია გასაგებია, მაგრამ რატომ ხდება?!...ერს რომ რაღაც სჭირს და ვერ ააქვს კარგად საქმე, ესეც გასაგებია!, მაგრამ სად არის გამოსავალი?!?????????????? სანამ ქვეყანა მუდმივ რევოლუციებში იქნება, სადაც ადამიანებს უყურებენ როგრც ცხოველებს და მათგან მხოლოდ ვირულ შრომას თხოულობე, არაფრის სანაცვლოდ/როდესაც ყველაფერი ძვირია და ძვირდება კიდე და ეუბნები, რომ უნდა იცხოვროს 150თუ 200-ლარზე და ვაჟბატონები ხელფას, ათასობით ლარს და არა მარტო ლარს, იღებენ თვეში + მაგას 40.000-ათასიან პრემიებს ინიშნავე, რისთვის,კაცი რომ ვერ გაიგებს და არჩევნებზე ახსენდებათ, მხოლოდ ერიც და ბერიც; და ერის გამრავლებას რომ მოუწოდებე, რატომ იმას არ კითხულობენ, როგორ გაზარდონ შვილები როდესაც 6-თვეზე მეტს არ გაძლევენ დეკრეტულს და მიასაც მხოლოდ 3-თვეს უნაზღაურებენ, უცხოური შპსეები. ანდა 6-თვე საკმარისია?! პ.ს. ჩემი აზრით: 2-წელი უნდა ქონდეთ დეკრეტული ქალებს , აქედან 1-წელი, ფასიანი უნდა იყოს და ეს უდა ეხებოდეს ყველას, უცხო ფირმა იქნება, თუ ჩვენი.! აი ამიტომ არის ერი დეგრადირებული, ამიტომ ხდება ის რაც ხდება. მომავალში კი უარესაც უნდა ველოდოთ. ესენი კი იმას დავობენ ვინ ვის მოუსმინოს, ამის დროა ეხლა?! სახემწიფომ რომ უნდა აკონტროლოს სიტუაცია, ეს დაუწერელი კანონია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ უნდა ლაპარაკობდნენ. ბატონებო სახემწიფოს შველა უნდა და არა სატლივიზიო კუნტრუშ-შოუები, ეს მხოლოდ ერს ძაბავს უარესად . გონს მოეგეთ სანამ დროა ჯერ კიდევ.
maia
...მტრის არმცნობი. მოყვრის მგმობი. გარეთ მხდალი.შინ ძლიერი.არრის მცოდნე,არის მქონე,უზრუნველი და მშიერი, ჩვენისთანა ბედნიერი, კიდევ არის განა ერი????????
ათინა
მხეცებო. ნადირებო.ველურებო. ეშმაკის შვილებო. მეზიზღებით. თქვენ ნება რომ მოგეცეთ. ნებისმიერ თქვენზე სუსტ არსებას ამავე დღეში ჩააგდებთ. ღმერთმა შეგინდოთ კი არა, ღმერთმა მოგიზღოთ. ამინ...
vaxo
ვაიმე მაია რა დებილი ხარ :) ვის რას გამოწლავდიი??
medea
ეს პრობლემა არ იქნებოდა რუსთავს რომ უპატრონო ძაღლების თავშესაფარი ქონდეს,ათასობით მაწანწალა ძაღლი დაეხეტება რუსთავში ხალხოო! დამშეულები და ცოფიანები.ამ სისასტიკეს გამართლებ არ აქვსს მაგრამ, რუსთავის მერიასს სულ ცალ ფეხზე კიდია მოსახლებაც და ეს საცოდავი ძაღლებიც!რა იცით იქნებ ამ ძაღლმა ვინმე დაკბინაა? და გამწარებულმა ადამიანმა მას ესროლა?თუმცა ესეთი სიისასტიკე არის დანაშაული. მაგრამ, ესეთ ძაღლებს რომ ქონდეთ თავშესაფარი ეს პრობლემაა აღარ იქნებოდაააა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?