"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე გვერდი, სახელწოდებით "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი" რუსთავში, ადამიანის მიერ ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტის შესახებ წერს.

"ადამიანის სისასტიკეს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...
რუსთავიდან დარეკა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.

ადგილზე მისულ ჩვენს ბრიგადას, შემზარავი სურათი დახვდა... ქართული ქოფაკი სასიკვდილოდ გაუმეტებია არაადამიანს...
გარეგნული დათვალიერებით, ძაღლი იყო ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი, ყელზე ემჩნეოდა ღრმა ჭრილობის კვალი და ქვედა ყბა მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა...

უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და
არმოვუჩინეთ პირველადი დახმარება...

ამის შემდეგ კი, მივმართეთ ცნობილ ვეტ–ექიმს, აკაკი რუაძეს...
სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო
ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა, რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი, როგორც ჩანს, პირდაპირ ყბაში ესროლა, ენაც კი შუაზეა გაჭრილი... ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი ნულის ტოლია... უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს დავაძინოთ..."
ექიმმა რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.

Zooclub

ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენს თვალწინ, სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისგან გაქცევა...
ჩვენ კი, ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს... ჩვენივე მოდგმის უგულობას და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს...
იმ წუთში, არ მინდოდა ადამიანად ყოფნა...

ჩვენთვის არ არის ახალი, ადამიანის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა. ჩვენს თავშესაფარში ხომ ასობით ძაღლია ადამინისგან გამეტებული...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...

Zooclub

გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ორიოდე საათის წინ, რუსთავის მერიასთან ძაღლის ცხედარი და თაბახის ფურცელზე სახელდახელოდ ამობეჭდილი ,,კმარა რუსთავი!!!'' დავტოვეთ.

ცხოველთა რამდენიმე უფლებადამცველი ქალბატონიც მოვიდა, ერთ–ერთმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახა...

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა, ჯერი რუსთავის სამართალდამცავებზეა, მოახდენენ თუ არა ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებას", - იუწყებიან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის გვერდზე.


მომხდარ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ფეისბუქის გვერდზე მოკლული ძაღლის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა:

"ეს საბრალო რუსთავში მე-7 ა მიკრორაიონში ცხოვრობდა. დაახლოებით 10 დღის წინ დაგვირეკა ერთმა ქალბატონმა. კისერზე თოკი ხორცამდეა ჩასული და იქნებ უშველეთო. რომ ვნახეთ ამხელა ძაღლი მისი ტრანსპორტირებისთვის ჩვენ შესაბამისი მანქანა არ გვაქვს და წინააღმდეგობა რომ გაეწია ვეღარც დავიჭერდით. ამითომ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს ვთხოვეთ დახმარება.
ჩამოვიდენ მაგრამ უკვე ღამე იყო და ვეღარ ვნახეთ. მისი სიკვდილის წინა დღეს ისევ ვესაუბრე იმ ქალბატონს და შევთანხმდით რომ ტერიტორიაზე რომ იქნებოდა მაშინ დავრეკავით ისევ დასახმარებლად და თბილისიდან მათ ჩამოსვლამდე თვალყურს ვადევნებდით რომ ისევ არ დაკარგულიყო. ვერ მოვასწარით რადგან ჩვენი საუბრიდან მეორე დღეს ანუ გუშინ ძაღლს ესროლეს და საწყალი მე-3 პროფის ეზოში შემთხვევით ნახა ქალბატონმა დოდომ { მას 14 ძაღლი 8 ფისო ყავს}. დამირეკა მე ისევ დავურეკე თამთას. მან ელიზბარაშვილებს და ასე მოხვდა საბრალო კაკო ექიმთან მაგრამ ვეღარ ვუშველეთ.

Zooclub

მერე აქცია მერიასთან და პატრული გამოვიძახეთ. თუ შეიძლება ამ ამბავში რამე სასიამოვნო იყოს ის არის რომ თვითმხილველი ყავს ამ ფაქტს რომელსაც პატრული მაშინვე გამოუძახებია მაგრამ ძალი ვეღარ უპოვიათ. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი მანქანის ნომერიც კი მიაწოდა პოლიციას. არ ვიცით ვინ არის ეს ადამიანი. თუ შემთხვევით წაიკითხავს ამ პოსტს იქნებ გამოგვეხმაუროს", - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.


Zooclub


მომხდარ შემზარავ ფაქტს ჟურნალისტები ნათია ლაზაშვილი და ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

ნათია ლაზაშვილი:
"ეს არის ავადმყოფი, დაკომპლექსებული, დეგრადირებული ადამიანების ქვეყანა! ევროინტეგრაცია კი არა, სერიოზული მკურნალობა სჭირდება ერს!:(((((((".

ინგა გრიგოლია:
"სანამ სასჯელი არ გამკაცრდება, ამ ნაძირლების სიმხეცეს ბოლო არ მოეღება(((((((((((((((((((((((".



წყარო: ambebi.ge



ასევე იხილეთ: რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
liza
გაამკაცროს ეს კანონი რისთვის ზიან პარლამენტში, ჩვენი გადასახადებიდან რომ იღებენ ხელფასს, პრეზერვატივების რაღაც სასაცილო კანონზე რომ დახარჯეს დრო, განა ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის? გამოვიდეს ხალხი, მანიაკების ქვეყნად გადავიქეცით, ცუდად ვარ აღარ შემიძლია ამ საშინელებების მოსმენა და ყურება.
keti
ყველა ცხოველის გამმეტებელს, თუკი კითხულობს ამ კომენტარს ვინმე,მივმართავ!შენ მოძალადევ,სისხლისმსმელო!! უფალს შევავედრებ, სანამ ცუდს რაიმეს ჩაიდენდე უფალმა გაგინათოს გონება,თუ არადა მოგსრას და წარგწყმიდოს რომ შენნაირი აღარ ამძიმებდეს დედამიწას!
keti
ეს ვიდეო ვერ ვნახე ვგონებ ვერ გავუძლო,ეს არ გასაზრდელი ადამიანები ხო ჩვენს შორის დადიან,მის მშობლებს მინდა მივმართო:შხამიანები ხართ ალბათ და შხამი შობეთ,ღვთის სასჯელს ვერ გაექცევით,ვერც თქვენ და ვერც თქვენი არ გასაზრდელი შვილები,სასტიკად დაისჯებით ყველას დასანახად და მერე მიჩქმალეთ საზარელი ბოროტმოქმედების ფაქტები,აქ ერთ კომენტარში ვნახე,კი შეგინდოთ უფალმა მოგიზღოთ თუ გონს არ მოხვალთ!
keti
უსასტიკესად უნდა იყვნენ დასჯილები და დაუნდობლად ეს ადამიანის მოდგმის მტრები,თუ არადა ლინჩის წესით გაასამართლებს მათ ხალხი,არ შემებრალება არც ერთი ცხოველის მკვლელი არც ერთი წუთით.იგივე სასჯელს იმსახურებენ,როგორც ადამიანის მკვლელები,ძაღლის მკვლელი რომ ისჯებოდეს, ადამიანებს არავინ მოკლავს.ცხოველების მკვლელები არიან სწორედ ადამიანებს რომ დაუნდობლად იმეტებენ,მოვითხოვოთ ხალხო კანონის გამკაცრება,გამოვფხიზლდეთ,ეს ცოდვებია შემდეგ ჩვენს შვილებს რომ ჭამს,ხმას თუ არ ამოვიგებთ ისევ ჩვენი შვილები დაზარალდებიან.ყველას წინ დახვდება ეს სიტყვები ვისაც გულთან ვერ მიუტანია ეს ენით აუწერელი სისასტიკე:(დაიმახსოვრეთ!
sofo
აუ, ამდენი ანალიტიკოსი გვყავს ქვეყანაში, ეს საცოდავი ძაღლი გახდა ყველაზე დიდი დამნაშავე თურმე ქვეყანაში, ხალხის და ბავშვების მგლეჯავი, სცენარებს ხატავთ, ნუ შესაშურია პირდაპირ, იქნებ შსს_ში დაეხმაროთ დანაშაულებების გახსნაში. ესენი ჩენი უმცროსი ძმები არიან და თუ არ გიყვართ, ასე მაინც ნუ იმეტებთ, ამას ეგრევე მოეკლა ჯობდა ამის ჩამდებ გონებაჩლუნგ არსებას....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?