ვეტერინართან მისვლაზე გაცილებით იაფია, ცხოველს შინ ვუმკურნალოთ
უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველთა დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვეტერინარის კომპეტენციას, მის პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ პროფესიონალის ცოდნაა აუცილებელი
არ არის აუცილებელი კატისა და ძაღლის აცრა პარაზიტების (ჭიების) საწინააღმდეგოდ
მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს – იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს.
"და-ძმა" არ შეჯვარდება, შესაბამისად, მათი კასტრაცია აუცილებელი არ არის
ეს მცდარი აზრია. სქესობრივი მომწიფების მიღწევის შემდეგ არაკასტრირებული ცხოველები აუცილებლად შეჯვარდებიან, თუნდაც ერთი და იმავე წყვილის შთამომავლები იყვნენ. ამ შემთხვევაში თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა. პირველი – არასასურველი ლეკვები, თუ კნუტები. მეორე – ახლო ნათესავთა შეჯვარების შედეგად დიდია მემკვიდრეობითი დაავადებების გამომჟღავნების ალბათობა. ასე რომ, ვიდრე ცხოველს ექვსი თვე შეუსრულდება, აუცილებელია იზრუნოთ მის სტერილიზაციაზე.
კატა იმიტომ არ შარდავს თავის ადგილზე, რომ პატრონზეა გაბრაზებული
საზოგადოდ, ცხოველებს არ ახასიათებთ მსგავსი შურისძიება. უბრალოდ, ისინი ცდილობენ ასეთი ფორმით მონიშნონ თავიანთი ტერიტორია მაშინ, როდესაც რაიმე საფრთხეს გრძნობენ. უმეტესად კი მსგავსი უდისციპლინო საქციელის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა, მაგალითად, კენჭები ან ქვიშა შარდის ბუშტში, საშარდე სისტემის ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების უკმარისობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კატა უადგილო ადგილზე შარდავს, დროა ვეტერინარს მივმართოთ.
იხილეთ სრულიად