თავშესაფრიდან აყვანილი ცხოველები (+ფოტო)
თავშესაფრიდან აყვანილი ცხოველები (+ფოტო)
კატის ან ძაღლის აყვანა თავშესაფრიდან მართლაც, რომ კეთილი საქციელი ადამიანის მხრიდან. წარმოიდგინეთ, რამდენი ცხოველი ელოდება თავშესაფრის გისოსებს მიღმა მზრუნველ პატრონს და თბილ სახლს. იქ მისული ყოველი ადამიანის გამოჩენისას სასოწარკვეთილი ცხოველები აწრიალდებიან და ისეთი გამოხედვა აქვთ, მათ თვალებში აუცილებლად ბევრ რამეს ამოიკითხავთ. ყოველი მათგანი ფიქრობს: "ნეტავი მე ამიყვანოს, მისი საუკეთესო მეგობარი გავხდები, ყოველთვის დავიცავ ამ ადამიანს და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე".

თუმცა, იმისათვის, რომ თქვენს ახალ ბინადარს მომავალი გაულამაზოთ და დაავიწყოთ ის მძიმე წუთები, რაც მან თქვენთან მოსვლამდე გამოიარა, სასურველია, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:

თავდაპირველად დ
არწმუნდით, რომ ოჯახის ყველა წევრს სურს სახლში ცხოველის ყოლა, ეს იმიტომ, რომ სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნათ თქვენი ბინადარის ისევ თავშესაფარში დაბრუნებით და მეტი სტრესი არ მიიღოს ცხოველმა.

წინასწარ იფიქრეთ იმაზეც, რამდენ დროს დაუთმობთ თქვენს ბინადარს. განსაკუთრებით ძაღლის შემთხვევაში, რომელსაც ყოველდღიურად ორჯერ მაინც სჭირდება გასეირნება და ვარჯიში.

თუ პატარა ბინა გაქვთ და არ გაქვთ საკუთარი ეზო, ეცადეთ პატარა ტანის ძაღლი შეარჩიოთ, რაც შეეხება კატას, მას არ სჭირდება განსაკუთრებულად დიდი სივრცე.

Zooclub

სახლში მოყვანის პირველ დღეებში ეცადეთ, თქვენს ახალ ბინადარს, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ, რათა თქვენი ნდობა მოიპოვოს და ახალი სახლიც გაითავისოს.

შემდეგი ნაბიჯები, ასევე მნიშვნელოვანია:
თუ ფიქრობთ, რომ ასაკოვანი კატა ან ძაღლი აიყვანოთ ნუ იჩქარებთ. წამოყვანამდე რამდენიმე დღე მიაკითხეთ თქვენს მომავალ "მეგობარს". მიუტანეთ საჭმელი, მოეფერეთ, გამოიჩინეთ მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, რათა შეგეჩვიოთ.

და მნიშვნელოვანი: ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ცხოველები თავშესაფარში ქუჩიდან მოხვდნენ, რომლებიც ერთი ნამცეცი საკვების გამო ათენებდნენ და აღამებდნენ და უმეტეს შემთხევაში სიცივესა და ყინვაში ღია ცის ქვეშ მშივრებს ეძინათ. კიდევ უფრო სტრესსში მიტოვებული ცხოველები არიან, რომლებიც პატრონმა სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვა გისოსებს მიღმა. ყველას თავისი სევდიანი ისტორია აქვს, ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, რომ თავშესაფრიდან აიყვანოთ ცხოველი, აჩუქეთ მას სითბო და სიყვარული, ის ყოველთვის მადლიერი იქნება თქვენი.

იხილეთ ფოტოგალერეა ცხოველები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა თავშესაფრიდან აიყვანეს და ბედნიერი მომავალი აჩუქეს.

გალერეა
liza
მადლობა ამ საიტის შემქმნელებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუშაობს ამ საიტზე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?