ლომმა კამეჩის ჯოგს თავი დააღწია და შეშინებული ხეზე აძვრა
ლომმა კამეჩის ჯოგს თავი დააღწია და შეშინებული ხეზე აძვრა
39 წლის ინდოელმა ფოტოგრაფი, ნილუთპაუ ბარუა, ნაკურუს ეროვნულ პარკში (კენია) უცნაურ სცენას შეესწრო.

ველური ბუნების მოყვარულმა დაინახა, თუ როგორ შეაშინა კამეჩების ჯოგმა მტაცებელი, რომელიც იძულებული გახდა, თავი ხეზე შეეფარებინა.

"დაახლოებით 100-მდე კამეჩი გაეკიდა ლომს, რომელმაც თავშესაფარი ხეზე იპოვა. როგორც წესი, ძალა მტაცებლის მხარესაა, მაგრამ არა ამ დღეს. უზარმაზარ ლომს ხის ტოტი ვერ უძლებდა და ის ძირს გადაიხარა. მტაცებელი ხვდებოდა, რომ ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებდა, ამიტომ ცხოველთა მეფე ჯოგის მიმართულებით ღმუილს განაგრძობდა", - წერს ფოტოგრაფი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე და ინციდენტის ამსახველ
ფოტოებს ურთავს.

Zooclub

რამდენიმე წუთის შემდეგ, კამეჩებმა მტაცებლის მიმართ ინტერესი დაკარგეს. ლომმა ამ მომენტით ისარგებლა, ხიდან
ჩამოხტა და გაუჩინარდა.

Zooclub

"ველურ ბუნებაში მსგავსი შეხვედრა იშვიათად ხდება. სიმშვიდის შენარჩუნება მომიწია, რათა უნიკალური შემთხვევა ფოტო ობიექტივზე აღმებეჭდა", - წერს ნილუთპაუ ბარუა.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მანგუსტმა ლომებს აჩვენა, თუ "ვინ" არის ნამდვილი ცხოველთა მეფე

ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად

უჩვეულო კადრები: კამეჩების ჯოგი ლომებს გაეკიდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?