უჩვეულო კადრები: კამეჩების ჯოგი ლომებს გაეკიდა
უჩვეულო კადრები: კამეჩების ჯოგი ლომებს გაეკიდა
60 წლის ველური ბუნების შვედი ფოტოგრაფი, სტეფან ვიდსტრი, ნაკრძალში სტუმრობისას უჩვეულო კადრების მომსწრე გახდა: მან ობიექტივზე აღბეჭდა კამეჩების ჯოგის პრაიდზე თავდასხმა.

შთამბეჭდავი კადრები ზიმანგას  ნაკრძალშია (კვაზულუ-ნატალის პროვინცია, სამხრეთ აფრიკა) გადაღებული. ფოტოგრაფი შემთხვევით აღმოჩნდა "ბრძოლის ველზე", სადაც ერთმანეთის პირისპირ კამეჩებისა და ლომების ოჯახი აღმოჩნდნენ.

Zooclub

ორ ახალგაზრდა მტაცებელს, რომლებიც მშვიდად ისვენებდნენ, ტერიტორიის დატოვება სასწრაფოდ მოუწიათ და აგრესიული კამეჩების ჯოგს სწრაფად გაეცალნენ.

Zooclub

"ამ ტერიტორიაზე თავიდან ბალახისმჭამელი ცხოველები ბინადრობდნენ, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ლომები დაბინავდნენ. მე გადავიღე იმ ლომებისა და კამეჩების პირველი შეხვედრა, რომლებიც პარკში რამდენიმე
წელია, ცხოვრობენ, თუმცა მტაცებლები მათ ტერიტორიაზე შეიჭრნენ და გადაწყვიტეს, მშვიდად დაესვენათ.

Zooclub

ახალგაზრდა ლომმა თავიდან სიფრთხილე
არ გამოიჩინა და გადაწყვიტა კამეჩის ნაშიერს თავს დასხმოდა, თუმცა მრავალრიცხოვანმა ჩლიქოსნებმა ლომების ტერიტორიიდან გაგდება შეძლეს", - წერს ფოტოგრაფი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და იშვიათ კადრებს ავრცელებს.

ასევე იხილეთ:

ამეჩის ჯოგისგან შეშინებული ლომი ხეზე აფარებს თავს

მანგუსტმა ლომებს აჩვენა, თუ "ვინ" არის ნამდვილი ცხოველთა მეფე

ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად
MAO
სულაც არაა ეს კადრები იშვიათი, ასეთი რამ მანდ ხშირად ხდება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?