ჭკვიანი შიმპანზე: პრიმატმა მომვლელს მაისური გაურეცხა (ვიდეო)
18 წლის შიმპანზემ, სახელად იუჰუეიმ, რომელიც ლეჰე ლედუს (ჩინეთი) ნაკრძალში ცხოვრობს, მომვლელს მაისური გაურეცხა.

არაერთი მკიცებულება არსებობს, რომ პრიმატები სხვა არსებებისგან გამოირჩევიან გონიერებით და ამის ერთ-ერთი მაგალითი იუჰუეის საქციელია, რომელმაც მომვლელი თავისი საზრიანობით გააოცა. ზედამხედველის თქმით, მამრი შიმპანზე ნახევარი საათის განმავლობაში ჯაგრისითა და საპნით მაისურს რეცხავდა.

ნაკრძალის წარმომადგენლის თქმით, იუჰუეი ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა, როდესაც მომვლელი ტანსაცმელს რეცხავდა. ის ბუნებით ცნობისმოყვარეა და მოქმედებებს ზუსტად იმეორებს.

პრიმატმა ზუსტად ისე გარეცხა მაისური, როგორც ამას თავისი მომვლელი აკეთებს.

უჩვეულო პროცესი პარკის ზედამხედველებმა ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტ სივრცეში განათავსეს.

ასევე
იხილეთ:

ადამიანები ვერ იჯერებდნენ, თუ რა გააკეთა ორანგუტანგმა, როდესაც ხელში ხერხი აიღო

მაიმუნური ხელოვნება

მაიმუნების
ემოციები ფოტოგრაფმა ობიექტივზე აღბეჭდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?