ორი ავაზა დედას აგრესიული მამრისაგან იცავს (ემოციური ვიდეო)
საფარი პარკის გიდმა, რომელიც ტურისტებთან ერთად ზიმბაბვეს ნაციონალურ პარკში იმყოფებოდა, ავაზების ემოციური დაპირისპირება ვიდეოზე გადაიღო.

დიდ კატებს სიმშვიდე დაურღვია მამრმა ავაზამ, რომელიც ცდილობდა ძუ მტაცებელს თავს დასხმოდა, თუმცა დედა შვილებმა დაიცვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ავაზები საკმაოდ ცნობისმოყვარენი არიან ტურისტების მიმართ, მათ ვერ შეამჩნიეს პარკის დამთვალიერებლებით სავსე ავტომობილი, რომელიც მათგან რამდენიმე მეტრის დაშორებით შეჩერდა. ახალგაზრდა ხვადებმა, აგრესიულ ავაზას აჩვენეს, რომ მშობლის დასაცავად უკან არ დაიხევენ.

რამდენ ხანს გრძელდებოდა მტაცებლების ურთიერთწინააღმდეგობა და რითი დამთავრდა, ვიდეოს ავტორი არ გვიზიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი მოვლენა საფარიში
არც თუ ისე იშვიათია. რაც მთავარია, სანახაობა ტურისტებისთვის შთამბეჭდავი და უჩვეულო აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ:

ტურისტები შეშინდნენ,
როდესაც ავაზა მათ მანქანაზე შეხტა


კომოდოს დრაკონებმა მდედრის გულის მოსაგებად, ტურისტების წინ, ჩხუბი გამართეს

ანტილოპამ ლამის თავისი ახალშობილი მოკლა, როდესაც მას ტურებისაგან იცავდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?