ფოტოგრაფმა საიმედოდ შენიღბული ჯიქი აღმოაჩინა. თქვენ შეძლებთ ფოტოზე მტაცებლის პოვნას? (რთული თავსატეხი)
ფოტოგრაფმა  საიმედოდ შენიღბული ჯიქი აღმოაჩინა. თქვენ შეძლებთ ფოტოზე მტაცებლის პოვნას? (რთული თავსატეხი)
ხევში დამალული ჯიქის ფოტომ ტვიტერის მომხმარებლები "ჭკუიდან შეშალა". ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ იმ მტაცებლის პოვნას, რომელიც ფოტოზე საიმედოდ იმალება, თუმცა, ამაოდ. უჩვეულო კადრი ინდოეთში ფოტოგრაფმა გადაიღო. გამოსახულებაში ჩვეულებრივი ხეები და  მიწით დაფარული ხევი ჩანს, თუმცა, გამჭრიახი თვალი შეამჩნევს, თუ როგორ თბება ჯიქი მზის სხივების ქვეშ.

16 წლის ბელა ლაქიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე, სადაც 150 ათასი ხელმომწერი ჰყავს, გამოაქვეყნა ფოტო შემდეგი კომენტარით: "რამდენიმე წუთის წინ ვიღაცამ გამომიგზავნა ფოტო და მთხოვა, ჯიქი მეპოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუმრობდა... სანამ გამოსახულებაზე მტაცებელს აღმოვაჩენდი. შეგიძლიათ მისი
პოვნა?"  ფოტოზე დიდი კატის მოძებნა არაერთმა ადამიანმა სცადა, თუმცა, უმეტესობა მათგანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

დააკვირდით
გამოსახულებას და შეეცადეთ, იპოვოთ ერთადერთი ჯიქი, რომელიც საიმედოდ იმალება.

Zooclub

იმ შემთხვევაში, თუ ფოტოზე ცხოველს ვერ იპოვით, იხილეთ პასუხი

თხოვნა: კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რამდენ ხანში იპოვეთ ჯიქი, მაგრამ ნუ მიუთითებთ, სად არის ის, რათა თავსატეხი სხვებისთვისაც საინტერესო გახდეს.

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ: 

მიეკუთვნებით თუ არა ადამიანების იმ 1 პროცენტს, რომლებიც ამ ფოტოზე ცხოველს ხედავენ?

რამდენ წამში შეძლებთ მცენარეებში დამალული ძაღლის პოვნას?

თავსატეხი: იპოვეთ ძაღლის პატრონი ფოტოზე
buba
ძაან უაზრობაა!!... პასუხის გადიდებულ ფოტოზეც არ ჩანს ნორმალურად!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?