წყურვილით შეწუხებულმა სპილომ ტურისტებს საშხაპეში მიაკითხა (+ვიდეო)
ბოტსვანაში მდებარე ბანაკში გაოცებულმა ტურისტებმა ვიდეოზე გადაიღეს სპილო, რომელმაც აღმოაჩინა მეთოდი, თუ როგორ უნდა დაიკმაყოფილოს წყურვილის გრძნობა. ჭკვიანი ცხოველი საშხაპეში შევიდა, იპოვა ნიჟარა, გახსნა ონკანი და ხორთუმით წყლის დალევა დაიწყო.

ტურისტებმა დაინახეს, თუ როგორ მიუახლოვდა სპილო ნიჟარას. ცხოველმა საშხაპედან გასასვლელი გადაღობა, ამიტომ იქ მყოფებს ორი საათი ლოდინი დასჭირდათ, სანამ სპილო წყურვილს მოიკლავდა და წავიდოდა.

"მე და ჩემმა მეგობარმა სპილო იმ დროს
დავინახეთ, როდესაც საშხაპედან გამოვდიოდით. დაახლოებით ორი საათი ველოდებოდით, სანამ ის წყალს დალევდა და წავიდოდა. უცნაურია, თუმცა, მან იცოდა ონკანის გახსნა და იქიდან წყლის დალევა. ბანაკის ტერიტორიაზე წყლის ავზებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთ ცხოველს ურჩევნია წყალი
ონკანიდან დალიოს,"- ამბობს თვითმხილველი.

წყარო:

ასევე იხილეთ:

ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალი ბოთლით დაალევინეს

გაუსაძლისი სიცხის გამო, კოალა ტყიდან გავიდა და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა

წყურვილით შეწუხებული ციყვი ტურისტებს მიუახლოვდა და თათებით წყალს თხოვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?