სპილოების ჯოგმა მშიერი ლომებისგან პატარა სპილო გადაარჩინა
სპილოების ჯოგმა მშიერი ლომებისგან პატარა სპილო გადაარჩინა
ფოტოგრაფმა შთამბეჭდავი და ემოციური კადრები გადაიღო: სპილოების ჯოგი გაერთიანდა, რათა პატარა სპილო მშიერი ლომების თავდასხმისგან გადაერჩინა. ამაღელვებელი დაპირისპირება ბოტსვანაში, ველური ბუნების ფოტოგრაფმა გადაიღო.

ბრიტანელი ფოტოხელოვანის ჯეიმს გიფორდის ფოტოები აღწერენ ნაციონალური პარკის - ჩობას ბინადრების ცხოვრებას.

ლომები რამდენიმე წუთი უთვალთვალებდნენ პატარა სპილოს, ხოლო შემდეგ თავს დაესხნენ.

Zooclub

ძუ მტაცებელი მსხვერპლს მარტო ვერ გაუმკლავდა, თუმცა, როცა მის დასახმარებლად პრაიდის სხვა წევრებიც გამოჩდნენ, პატარა არსება უკვე უსაფრთხოდ იყო, რადგან უზარმაზარმა სპილოებმა ცხოველი წრეში მოაქციეს და მას იცავდნენ.

Zooclub

Zooclub

"როდესაც სპილოების ჯოგი დაინახეს, ლომებმა უკან დაიხიეს. სპილოები
თითქოს ვერ ამჩნევდნენ მტაცებლებს და თუ ხედავდნენ, უბრალოდ სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ. პრაიდს არანაირი შანსი აღარ
დარჩა ჯოგის წინააღმდეგ, ამიტომ ისინი მოთმინებით ელოდნენ, სანამ დიდი სპილოები ტერიტორიას გასცილებოდნენ, რის შემდეგაც ლომების წყვილმა შემთხვევით ისარგებლა და მარტო დარჩენილ პატარა სპილოს თავს დაესხა", - წერს ფოტოგრაფი.

Zooclub

Zooclub

"პატარა არსება ძალიან შეშინდა, ძუ ლომმა შეძლო მის ზურგზე ამხტარიყო, თუმცა, მან დიდი ცხოველის წაქცევა ვერ შეძლო. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ლომი დაახლოებით 10 წამის შემდეგ მოვიდა, რათა მეგობარს დახმარებოდა, თუმცა, სპილოს უკვე თავისი ჯოგი იცავდა", - ამბობს ჯეიმსი.

Zooclub

"სპილოს ნაშიერი უსაფრთხო ადგილზე გაიქცა-  ხროვის სიახლოვეს, ამის შემდეგ ლომები დანებდნენ, რადგან უზარმაზარი ცხოველების წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს."

Zooclub

ასევე იხილეთ:

ტურისტი საოცარი ფაქტის მომსწრე გახდა, როდესაც მდინარის ნაპირთან მისულ სპილოების ოჯახს ვიდეოზე იღებდა

ღრმულში ჩავარდნილი პატარა სპილო მაშველებმა გადაარჩინეს და დედას ხელში აყვანილი მიუყვანეს

პატარა სპილოს უფროსი მეგობრები ტალახის აუზიდან ამოსვლის დროს ეხმარებიან
ტოტო
პატარა სპილოს ჰქვია-სპლიყვი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?