ღრმულში ჩავარდნილი პატარა სპილო მაშველებმა გადაარჩინეს და დედას ხელში აყვანილი მიუყვანეს (+ვიდეო)
"ინდოელმა გარეულ ცხოველთა დამცველებმა ღრმულში ჩავარდნილი, რამდენიმე დღის დაბადებული სპილო გადაარჩინეს. პატარა ცხოველი ერთ-ერთმა მაშველმა მხრებზე დაისვა და დედასთან მიიყვანა", - წერს ინტერნეტ გამოცემა "dailymail.co.uk"-ი.

პატარა სპილო ჯოგს ჩამორჩა: ის ტყეში მდებარე ღრმულში ჩავარდა და ტალახის მახეში მოექცა.  

Zooclub

ინციდენტი ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ოტაქამუნდაში მოხდა.

თვითმხილველებმა უსუსური ცხოველი მალევე შეამჩნიეს და გარეულ ცხოველთა დახმარების თანამშრომლები გამოიძახეს. რამდენიმე საათის შემდეგ პატარა არსება სამშვიდობოს იყო.

Zooclub

სპეციალისტების თქმით, სპილო 5-6 დღის დაბადებული იყო.

პატარა ცხოველი თავიდან შეშინებული ჩანდა და გაქცევას ცდილობდა. იგი მას შემდეგ
დამშვიდდა, რაც ქოქოსის წყალი დაალევინეს და მაშველმა ის ხელში აყვანილი სპილოების ჯოგის სიახლოვეს მიიყვანა.

Zooclub

რამდენიმე
წუთის შემდეგ ცხოველი დედას დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ:

დედა სპილომ სპლიყვი ნიანგის თავდასხმისგან იხსნა

როდესაც პატარა სპილო მიწაზე გაგორდა, ოპერატორი დაიბნა და ვერ მიხვდა, რატომ იქცეოდა ცხოველი ასე

მამაკაცების ჯგუფი დედა სპილოს და მის პატარას ფიზიკურად უსწორდებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?