მამაკაცების ჯგუფი დედა სპილოს და მის პატარას ფიზიკურად უსწორდებიან
მამაკაცების ჯგუფი დედა სპილოს და მის პატარას ფიზიკურად უსწორდებიან
"დედა სპილოსა და მისი შვილის ემოციურმა ფოტომ ველური ბუნების კონკურსში უმაღლესი ჯილდო მიიღო.  ფოტოზე ცხოველები "ცეცხლის წვიმას" გაურბიან", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

სურათზე აღბეჭდილია ორი გარეული ცხოველი, რომლებიც ბრბოს გაურბიან. მამაკაცები სპილოებს "ცეცხლის წვიმებით" სოფლიდან დევნიან.

ფოტო, სახელად "ჯოჯოხეთი აქ არის", გადაღებულია ველური ბუნების ფოტოგრაფის ბიფლაბ ჰაზრას მიერ დასავლეთ ბენგალში (ინდოეთი). მოგვიანებით იგი ჟურნალ "Sanctuary"-მ გამოაქვეყნა.

Zooclub

"მსგავსი კონფლიქტი თითქმის ყოველდღიურად ხდება", - ამბობს ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი კრისტი უილიამსი, რომელიც დაკავებულია რეგიონში ბინადარი სპილოების გამოკვლევით.

მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები სპილოებს ავიწროებენ და
მათ ბინადრობის არეალიდან ძალისმიერი მეთოდებით ყრიან.

"პატარა სპილო შეშინებული გარბოდა, რათა თავი დაეღწია მამაკაცების ბრბოსგან.
ისინი ცხოველებს მაშხალებსა და სხვადასხვა ასაფეთქებელ საშუალებას ესროდნენ", - ამბობს უილიამსი.

Zooclub

ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ფაქტს შემდეგი მიზეზით ხსნიან: "სპილოები ანადგურებენ მოსავალს, ზიანს აყენებენ მიწებს და კლავენ უდანაშაულო ადამიანებს."

სპეციალისტების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე სპილოს მიერ ადამიანის მოკვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

რა ბედი ეწიათ დედა სპილოსა და მისი ნაშიერს ცნობილი არაა...

ასევე იხილეთ:

სპილო ძლიერი ტკივილისგან ხეს თავით ეჯახებოდა... მიზეზი 2 დღის შემდეგ გაირკვა

დაობლებულ პატარა სპილოს ნაკრძალში შესვლისას სპილოების გუნდი მიეგება

სულისშემძვრელი ფოტო - დედა სპილოს სამუდამო დამშვიდობება შვილთან... "ისინი ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდებიან"
bueehheee -ს
რომ გადათხარა და გადაჩეხა ადამიანმა ყველაფერი იმიტომ შიათ სპილოებს და გამოდიან საჭმელად. ასე რომ ადამიანიანი შეგნებულად უკეთებს ბოროტებას ცხოველებს და მერე ამ ბოროტებას ამძაფრებს! ეგ ადამიანები არ არიან საცოდავები! ეგენი ისევ თავისივე უადამიანობის გამო მოუვიდათ! საწყალი ცხოველები ამ უსულგულო სულიერების ხელში!
bueehheee
მეცოდება ცხოველი,მაგრამ ადამიანი უფრო მეცოდება! მთელი დღედაღამე ამუშავებს მწირ მოსავალს,ესენი მუქთადნთქავენ! ასე ძალიან თუ შესტკივათ გული,მაშინ დაანაყრონ თავიანთი შემოსავლით! გაუხურეს გლეხს საქმე,მას ვინ იცავს?ერთხელ მაინც გადაუგდონ საჭმლის ფული ხალხს და ისინიც არ დააშინებენ!
leila
რა საზიზგარი არსებაა ადამიანი,ალბად დადგება დრო,ცხოველები ტვიტონ დაიცავენ ტავს და გაუსცორდებიან ადამიანებს,ბუნება მბრდზანებელია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?