მოყვარული ფოტოგრაფი ფრანსუა ბორმანი, ზიმბაბვეში მოგზაურობისას, მდინარის პირას სპილოებს სურათებს უღებდა. დიდ სპილოებთან ერთად იყო სპლიყვიც, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან სწყუროდა, იმიტომ რომ მან სწრაფად მიირბინა მდინარესთან და მაშინვე ჩახტა წყალში.
უეცრად მდინარიდან ნიანგის თავი გამოჩნდა. მან ძლიერი ყბები ჩაავლო სპლიყვს ხორთუმში და სიღრმისკენ გაიწია.
სპილოების ჯოგი აღელდა, ახმაურდა. სპლიყვი ტკივილისგან ყვიროდა. დედა სპილომ პატარას ხორთუმი ჩაავლო და წყლიდან მისი ამოყვანა დაიწყო.
"ძალიან აღელვებული ვიყავი, როდესაც ამ ფოტოებს ვათვალიერებდი," - ამბობს ფოტოგრაფი.