"მე დავამტკიცებ, რომ შინაური მგელი საშიში არ არის!" მამაკაცმა თავის სახლში მცხოვრებ მტაცებელს გამოცდა მოუწყო
როდესაც ადამიანს სახლში ძაღლი მოჰყავს, პატრონი მისთვის არა მარტო მეგობარი, არამედ აღმზრდელიცაა. ის ასწავლის ოჯახის წევრების, გარშემო მყოფებისა და სხვა ცხოველების მიმართ სწორად მოქცევას, მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას აღზრდის კუთხით პატრონმა, თუ ძაღლის მაგივრად ბინაში მგელი აიყვანა? სწორედ ამის შესახებ "youtube"-ის საკუთარ არხზე ინფორმაციას ბლოგერი, სახელად ალექსეი, გვიზიარებს.

ალექსეის სახლში ჰყავს ზრდასრული მგელი, სახელად მაქსი. ის მტაცებელ ცხოველთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. მისი არხის ხელმომწერების უმეტესობა ეჭვს გამოთქვამს, რომ ადრე თუ გვიან გარეული ცხოველი თავის ხასიათს გამოავლენს და პატრონს თავს დაესხმება.

მის ბინაში მგელი თავისუფლად გადაადგილდება, ჭამს
და ძინავს პატრონის გვერდით. მამაკაცი ყოველდღიურად ზრუნავს მის აღზრდასა და წვრთნაზე. ის დარწმუნებულია, რომ გარეული ცხოველი "საყვარელ პატრონს"  ზიანს არასოდეს მიაყენებს.

ბოლო დროს, ალექსეიმ გაავრცელა ვიდეო, რომელმაც სოციალურ ქსელში არა ერთი დავა გამოიწვია. ადამიანების უმეტესობა მამაკაცს მგლის ველურ ბუნებაში გაშვებას ურჩევდა.

ვიდეოში ალექსეი მტაცებელს აწვდის ინდაურის ბარკალს, ხოლო შემდეგ მის წართმევას ცდილობს. საპასუხოდ მგელი იღრინება, თუმცა, პატრონზე თავდასხმას არ ცდილობს და მის ბრძანებებს ემორჩილება. კადრების შეხედვაც კი შიშისმომგვრელი და ემოციურია, რადგან არ იცი, რითი დამთავრება ყოველივე, თუმცა, მამაკაცს თავისი შინაური ცხოველი საერთოდ არ აშინებს.

როგორ თვლით, შეიძლება თუ არა ერთ ჭერქვეშ მგელთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც ძაღლთან?

ასევე იხილეთ:

7 წლის გოგონამ მგელი სოსისებით გაწვრთნა

ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული

როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?