ბიოლოგიური პარკის თანამშრომლებმა წყალსაცავში ჩავარდნილი ახალშობილი ზებრა გადაარჩინეს (ემოციური ვიდეო)
დრამატული კადრები თვითმხილველმა ვალენსიის (ესპანეთი) ბიოლოგიურ პარკში შემთხვევით გადაიღო. ახალშობილი ზებრა როგორც კი დაიბადა, ფეხი დაუცდა და წყალსაცავში ჩავარდა. სანამ პატარა არსება ხმებს გამოსცემდა და წყლიდან ამოსვლას ცდილობდა, აღელვებული დედა ნაპირთან მოუსვენრად დადიოდა. საბედნიეროდ, ზებრას მშობიარობას მომვლელები შეესწრნენ და წყალსაცავში ჩავარდნილი პატარა არსება სამშვიდობოს გამოიყვანეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილი ზებრა წყლისკენ მას შემდეგ გაემართა, რაც დედამ ჭიპლარი გადაჭრა.

Zooclub

მომვლელების თქმით, პატარა ზებრას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ის დედასთან ერთად ბიოლოგიურ პარკში უზრუნველყოფილი განაგრძობს ცხოვრებას.

ასევე იხილეთ:  

გორილამ თავისი ახალდაბადებული ნაშიერი ხელში
აიყვანა და ჩაკოცნა


კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა

20
უსაყვარლესი და დაუცველი ცხოველის ნაშიერი


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?