ძუ ლომმა თავის ბოკვრებს 2500 დოლარის ღირებულების "სათამაშო" აჩუქა (+ვიდეო)
მაშატუს (ბოტსვანა) ნაციონალური პარკის ბინადარმა ძუ ლომმა თავისი ბოკვრებისთვის 2500 დოლარის ღირებულების "სათამაშო" მოიპოვა და ყოველივე 57 წლის ფოტოგრაფის - ბარბარა ჯენსენ ვორსტენის დამსახურებაა. ბარბარა ნაციონალურ პარკს იოჰანესბურგიდან ესტუმრა, რათა გარეული ცხოველებისთვის ფოტოები გადაეღო, მაგრამ მუშაობის პროცესში კამერა დაუვარდა და ლომმა შემთხვევით ისარგებლა.

ფოტოაპარატი ერთი ბოკვრიდან მეორესთან როგორც სათამაშო ისე გადადიოდა. პატარა მტაცებლები უცხო ნივთით ძალიან დაინტერესდნენ.

Zooclub

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 57 წლის ფოტოგრაფი ლომების ოჯახს ავტომობილიდან იღებდა. მას უეცრად კამერა დაუვარდა, რამაც ხმა გამოსცა
და ძუ ლომის ყურადღება მიიქცია. მტაცებელი აგრესიულად
მიუახლოვდა ავტომობილს, თუმცა, ბარბარა და მისი თანამგზავრი ტერიტორიას გასცილდნენ. ცხოველმა კი ფოტოაპარატს სწრაფად მოკიდა კბილები და თავის ნაშიერებს მიუტანა.

Zooclub

"კამერა მიწაზე დავარდა. ეს ლომების ოჯახის სიახლოვეს მოხდა. ამ ტერიტორიაზე ისინი ჩვეულებრივ მშვიდად იქცევიან, მაგრამ როდესაც მათ შვილები ჰყავთ, გაცილებით ფრთხილები არიან, რადგან ბოკვრებზე ზრუნავენ. დავარდნილი კამერის ხმაზე ლომმა ჩვენკენ გამოიხედა, გადმოხტა და მანქანას მოუახლოვდა. ჩვენ ტერიტორიას სასწრაფოდ გავეცალეთ ისე, რომ ფოტო აპარატის დაბრუნება არც გვიცდია", - ამბობს ბარბარა.

Zooclub

ფოტოგრაფმა უჩვეულო მომენტი ხელიდან არ გაუშვა, მან აიღო მეორე კამერა და შორიდან აკვირდებოდა მტაცებლებს.

როდესაც ბოკვრებს თამაში მობეზრდათ, ფოტოაპარატი ადგილზე დატოვეს და დედასთან ერთად ტერიტორიას გასცილდნენ.

Zooclub

საბოლოოდ, დაზიანებული კამერა გამყოლ ჯიპში მყოფმა გიდმა აიღო. ბარბარამ 250 დოლარი გადაიხადა, რათა აპარატი აღედგინა.

"მას არა ერთი დაზიანება აღენიშნებოდა. ობიექტივზე ეშვების კვალი დარჩა, ხოლო თავსახური მთლიანად დაღეჭილი იყო.  კამერა გარეგნულად ისე დავტოვე, როგორიც ლომების თამაშის შემდეგ დაბრუნდა, რადგან ფოტო ხელოვანმა არც ისე ხშირად შეიძლება იტრაბახოს, რომ მისი კამერა მტაცებელს კბილებით ეჭირა",- ამბობს ბარბარა.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა დათვების ოჯახს ზრდილობიანად მიმართა, მისი ტერიტორია დაეტოვებინათ... მტაცებლების რეაქცია საოცარია

სატელევიზიო ინტერვიუს დროს ძაღლმა ღვეზელი მოიპარა

თეთრი დათვის ბელმა საგზაო ნიშანი მოიპარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?