სატელევიზიო ინტერვიუს დროს ძაღლმა ღვეზელი მოიპარა (+ვიდეო)
ჩილეში, ქალაქ ანდაკოლიოში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ძაღლმა ღვეზელი-ემპანადა მოიპარა.

გამომცემლობა "Express & Star"-ის ცნობით, ჟურნალისტი ესაუბრებოდა ქალბატონს, რომელმაც ემპანადები გამოაცხო. ძაღლმა ისარგებლა იმით, რომ ადმაიანები საუბრით იყვნენ გართულნი და ერთი ღვეზელი მოიპარა.

ვიდეომ ჩილეში ვირუსული პოპულარობა მოიპოვა. ადამიანები ხუმრობენ, რომ ჟურნალისტი ძაღლთან ერთად მუშაობდა და სპეციალურად მიიქცია ქალბატონის ყურადღება.

ტვიტერში გავრცელდა პლაკატი, რომელიც მოუწოდებს, 19 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცენ ძაღლს ემპანადასთან ერთად.

Zooclub

ემპანადებს მრავალ ესპანურენოვან ქვეყანაში აცხობენ, მაგრამ ჩილეში ისინი ნაციონალურ კერძად ითვლება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?