თეთრი დათვის ბელმა საგზაო ნიშანი მოიპარა
თეთრი დათვის ბელმა საგზაო ნიშანი მოიპარა
თეთრი დათვის ბელმა პლასტმასის საგზაო კონუსი მოიპარა და სულ რაღაც ერთი საათით უჩვეულო ნივთი მისი საყვარელი სათამაშო გახდა.

წარმატებული კადრები, სადაც საყვარელი ცხოველი საგზაო ნიშნით თამაშობს - შოტლანდიაში, Highland Wildlife Park-ში ველური ბუნების ფოტოგრაფმა გადაიღო.

Zooclub

"სათამაშო" თითქმის ბელის სიდიდისაა.

Zooclub

პატარა მტაცებელი გასული წლის დეკემბერში დაიბადა. მისი სახელის დარქმევაზე  კონკურსი გამოცხადდა, სადაც 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

საბოლოოდ, გაიმარჯვა სახელმა "ჰამიშმა" (Hamish). მას შემდეგ, პატარა მტაცებელს სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ.

Zooclub

დათვის ბელი ერთი საათის განმავლობაში თამაშობდა კონუსთან, ხოლო შემდეგ მობეზრებული სათამაშო წყალში ჩააგდო.

Zooclub

ეს კი თამაშის შემდგომი ემოციური წუთებია - ჰამიში დედასთან მივიდა და ისინი ერთმანეთს თბილად ჩაეხუტნენ.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:  

თეთრი დათვის ბელი ფოტოგრაფს მეგობრულად მიესალმა... ყველაფერი ამით არ დამთავრებულა

დათვის ფოტომ, რომელიც დივანზე ისვენებს, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო

ყველაზე ბედნიერი კოიოტი, რომელიც მდელოზე ბურთს თამაშობს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?