კატა პატრონს დახმარებას სთხოვს... ოპოსუმმა საკვები შეუჭამა
კატა პატრონს დახმარებას სთხოვს... ოპოსუმმა საკვები შეუჭამა
მიუხედავად იმისა, რომ კატებს ძაღლების მიმართ დიდი გული აქვთ - მათ საკვებს ითვისებენ, მათ საწოლში სძინავთ და ხშირად ჩაგრავენ, ზოგჯერ გარეული არსებების გამოჩენისას, დასახმარებლად პატრონს მიმართავენ.

კატას პატრონმა საჭმელი აივანზე დაუდგა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ შუშის იქით ისეთი სანახაობის მომსწრე გახდა, რომ კადრები ფოტოზე აღბეჭდა.

დაუპატიჟებელმა სტუმარმა კატის საკვები მიითვისა, ხოლო კატა შიშისგან მას ვერ შეეწინააღმდეგა. პატრონის გამოჩენის შემდეგ, შინაური ცხოველი საცოდავი თვალებით დახმარებას სთხოვდა, ოპოსუმი კი კატისთვის განკუთვნილ საჭმელს გემრიელად შეექცეოდა და ადამიანის გამოჩენა არც კი შეუმჩნევია. 

Zooclub

ავტორი არ
წერს დაეხმარა თუ არა კატას პატრონი, თუმცა, ცხოველის თვალებიდან ნათლად ჩანს, თუ რას ითხოვს ის.

Zooclub

სახალისო ფოტოები ინტერნეტში შინაური ბინადრის პატრონმა გაავრცელა და დაამატა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო.  ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოსუმი მათ სახლს სტუმრობს, კატის საჭმელს გემრიელად შეექცევა.

Zooclub
Zooclub

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა დათვების ოჯახს ზრდილობიანად მიმართა, მისი ტერიტორია დაეტოვებინათ... მტაცებლების რეაქცია საოცარია

მაღაზიას შველი ესტუმრა. ნახევარი საათის შემდეგ ის გამყიდველთან მთელი ოჯახით მივიდა

თავხედმა თოლიამ ორ შინაურ კატას გვერდი აუარა და მათი საკვები შეჭამა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?