მაღაზიას შველი ესტუმრა. ნახევარი საათის შემდეგ ის გამყიდველთან მთელი ოჯახით მივიდა
მაღაზიას შველი ესტუმრა. ნახევარი საათის შემდეგ ის გამყიდველთან მთელი ოჯახით მივიდა
სოციალური ქსელის  მომხმარებელმა - ლორი ჯონსმა, რომელიც კოლორადოს (აშშ)  ერთ-ერთ მარკეტში მუშაობს, საკუთარ გვერდზე  უჩვეულო ფოტოები განათავსა. ფოტოებში ასახულია მაღაზიაში შესული შვლების ოჯახი.

"შველი უშიშრად შემოვიდა მაღაზიაში, თითქოს პროდუქტების საყიდლად იყო მოსული და საერთოდ არ შეშინებია ადამიანების", - წერს საკუთარ Facebook გვერდზე ჯონსი.

Zooclub

ცხოველი დიდ ხნის განმავლობაში არჩევანს აკეთებდა სათვალესა და ჩიფსებს შორის, თუმცა, ლორის მისი შენობიდან გატყუება ერთი ფილა შოკოლადის დახმარებით მოუხდა.

Zooclub
Zooclub

გარეული ცხოველი შოკოლადით არ დაკმაყოფილებულა და ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა საკუთარი ნაშიერებით, რომლებიც მაღაზიაში შესვლას ვერ ბედავდნენ და
პროდუქტებს კარიდან ათვალიერებდნენ.

Zooclub

"ისინი უბრალოდ იდგნენ კართან და თითქოს მეკითხებოდნენ: "შეიძლება, შემოვიდეთ?", მაგრამ მე მათ ტყისკენ
მივუთითე", - წერს ჯონსი.

Zooclub

"არ შეიძლება, ტყის ცხოველებს მისცეთ საკვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ყოველდღე თქვენი სტუმრები გახდებიან", - წერს სოციალურ ქსელში მაღაზიის გამყიდველი.

ასევე იხილეთ:

კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა

მამაკაცი უცნაურმა ხმაურმა გააღვიძა… ის, რაც მან კიბეზე დაინახა, დაუჯერებელი იყო…

თახვი მაღაზიაში საახალწლო ნაძვის ხის შესარჩევად მივიდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?