მამაკაცი უცნაურმა ხმაურმა გააღვიძა… ის, რაც მან კიბეზე დაინახა, დაუჯერებელი იყო… (+ფოტო)
მამაკაცი უცნაურმა ხმაურმა გააღვიძა… ის, რაც მან კიბეზე დაინახა, დაუჯერებელი იყო… (+ფოტო)
მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლები მუდმივ ხმაურს არიან მიჩვეულები. ზოგიერთი მეზობელი დისკოტეკას აწყობს, ზოგს უკვე მეხუთე წელია, არ დაუსრულებია რემონტი, სხვას სახლში კი, როგორც ჩანს, ნამდვილი საბავშვო ბაღი გაუხსნია.

სულ სხვაა კერძო სახლის შემთხვევაში, განსაკუთრებით ქალაქგარეთ. იქ ნებისმიერი ხმაური აფრთხობს. უმეტეს შემთხვევაში, ეს ცრუ განგაშია, მაგრამ ფხიზლად ყოფნა მაინც აუცილებელია.

ერთ ამერიკელს მეტად უცნაური რამ შეემთხვა. ტიმ ნიუტონი უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა. ხმაური კიბის მხრიდან მოდიოდა.

როდესაც მან გარეთ გაიხედა - გაოგნებისგან გაშეშდა…

”როდესაც ფანჯარას მივუახლოვდი და გავიხედე, კატის მსგავსი არსება დავინახე. მაგრამ შემდეგ შევამჩნიე,
რომ ამ კატას ძალიან გრძელი თათები და დიდი ყურები ქონდა”, - ამბობს ნიუტონი.

აღმოჩნდა, რომ
მას ფოცხვერი ესტუმრა. ნიუტონმა მაშინვე კამერას სტაცა ხელი.

”ჩვეულებრივ, როდესაც ფოცხვერს ხედავთ, არ გყოფნით დრო, რომ ფოტო გადაუღოთ", - ამბობს ფოტოგრაფი, - "ამიტომ რამდენიმე კადრის გადაღებით აღტაცებული ვიყავი." 

ეს კიდევ არ იყო დასასრული. რამდენიმე ხნის შემდეგ დედა ფოცხვერთან შვილები მივიდნენ.

”დედამ შვილებს დაუძახა და ისინი შესასვლელთან ჩამწკრივდნენ. მოგვიანებით ისინი კიდევ დიდხანს დარბოდნენ და თამაშობდნენ ჩემს ეზოში”, - ამბობს ნიუტონი.

”ვფიქრობ, რომ ფოცხვერი თავისი ენერგიის 1%-ს მსხვერპლის დაჭერას, ხოლო 99%-ს თავისი შვილებს უთმობს.

ფოტოგრაფი ამ იშვიათი ხელსაყრელი მომენტით აღტაცებული იყო. მან გარეთ გამოსვლაც კი სცადა. დედა ფოცხვერი არ იყო აგრესიული, მაგრამ მცირედი დაძაბულობა მაინც ეტყობოდა.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?