დასუსტებული ლომის ბოკვერი მშობლებმა მიატოვეს, მაგრამ ის კეთილმა ადამიანმა იპოვა
დასუსტებული ლომის ბოკვერი მშობლებმა მიატოვეს, მაგრამ ის კეთილმა ადამიანმა იპოვა
გარეულ ცხოველთა სამყარო სასტიკია. მტაცებელი თუ მსხვერპლი, აირჩიე, რომელი გინდა იყო. გადარჩენის პირობები მკაცრია, სადაც ადგილი არ აქვს სენტიმენტებს.

ძუ ლომმა ნაშიერები გააჩინა, თუმცა, ისინი ძალიან სუსტები აღმოჩნდნენ და ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. უკანასკნელი ბოკვერი პრაიდმა მიატოვა. ის იყო სუსტი და მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.

Zooclub

პატარა სირგი (როგორც შემდეგ ბოკვერს შეარქვეს) ადამიანებმა იპოვეს.

როდესაც მტაცებლის ნაშიერი ველურ ბუნებაში იპოვეს, მას სიარულიც აღარ შეეძლო. მისი მოვლა საკუთარ თავზე აიღო ვალენტინ გუენერმა, რომელიც კალაჰარში (ბოტსვანა) გარეულ ცხოველთა პარკის დამფუძნებელია.

Zooclub

მსგავს მდგომარეობაში მყოფ
ცხოველებს ევთანაზიას უტარებენ, საუკეთესო მოვლის შემთხვევაშიც კი გადარჩენის შანსი მინიმალურია.

ველენტინმა ვერ შეძლო პატარა არსების
დაძინება და ბოკვერის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა გადაწყვიტა. ის მტაცებელს კვერცხის, ნაღებისა და სხვადასხვა ვიტამინის ნარევით კვებავდა.

Zooclub

მამაკაცის შრომამ, სიყვარულმა და მზრუნველობამ შედეგი გამოიღო. სირგის გადარჩენით ვეტერინარებიც კი გაოცებულნი იყვნენ. მეტიც, ის არამარტო გადარჩა, არამედ დღითიდღე იზრდებოდა და წონას იკრებდა.

Zooclub

დღეს სირგი 80 კგ-ს იწონის. იგი ყოველდღე თამაშობს, აქტიური და მხიარულია.

Zooclub

სირგიმ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ცხოველთა დედოფალია. მტაცებლის პრაიდი ვალენტინისგან შემდგარი "ხროვაა", რომელიც მისი მამა და მეთაურია.

Zooclub

რამდენიმე ხნის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ბოკვერი საგრძნობლად დიდი და აქტიური გახდა. მას სჭირდება დიდი სივრცე და ლომებთან ურთიერთობა. პარკის თანამშრომლებმა მისი ზოოპარკში გამწესება ცუდ ვარიანტად ჩათვალეს. ამიტომ, მომვლელებმა ველურ ბუნებაში გასაშვებად მტაცებლის მომზადება დაიწყეს.

Zooclub

პრობლემა ისაა, რომ გარეულ ცხოველს ნადირობის ინსტინქტები პატარაობიდან უვითარდება - დედა ნაშიერებს ასწავლის ნადირობასა და ნადავლის მოკვლას.

Zooclub

ვალენტინი და მისი ჯგუფი სირგის ასწავლის, თუ როგორ უნდა გადარჩეს მტაცებელი სავანაში. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა გარეულმა ცხოველმა სამომავლოდ დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს.

Zooclub

ძუ ლომის ისტორია კინო რეჟისორმა იუგენ იუზეფისმა შეიტყო და გადაწყვიტა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი სირგის შესახებ.

Zooclub

დოკუმენტური ფილმი, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ასახავს პატარა სირგის პარკში ცხოვრებას, ხოლო ბოლო სერიაში აღბეჭდილი იქნება, თუ როგორ ემშვიდობება ვალენტინი მის საყვარელ ლომს. მტაცებლის ველურ ბუნებაში გაშვება მართლაც რომ ცრემლისმომგვრელი იქნება...

ასევე იხილეთ:

დაობლებული პატარა კენგურუ სათამაშო დათვთან ერთად მარტო ცხოვრობს

ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული


იაგუარი ბრაზილიელი ჯარისკაცების "შვილობილი" გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?